სპივაკოვი საქართველოში: ჩვენ გვიყვარდით, გვიყვარხართ და გვეყვარებით

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვლადიმირ სპივაკოვი
ვლადიმირ სპივაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის კოლუმნისტი ანასტასია ხატიაშვილი „მოსკოვის ვირტუოზებისა“ და დირიჟორ ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტზე მოგითხრობთ, რომელიც თბილისში ოთხშაბათს გაიმართა.

იმის თქმა, რომ სახელმწიფო კამერული ორკესტრის „მოსკოვის ვირტუოზებისა“ და გამოჩენილი დირიჟორის ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტმა თბილისში წარმატებით ჩაიარა — ნიშნავს, რომ არაფერი თქვა. სპივაკოვმა და მისმა 30-მა ვირტუოზმა, როგორც მისტიკური შეთქმულების ჯგუფმა, განსაკუთრებული, სულიერი მისიით განმსჭვალეს ქართველების გულები და მათ უზარმაზარი დღესასწაული აჩუქეს.

მოცარტი, ბოკერინი, შოსტაკოვიჩი, პიაცოლა — ესაა მუსიკა, რომელსაც ყოველდღე ვერ მოისმენ და თანაც — ასეთი უბადლო შესრულებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მშვენიერი საღამოს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დარბაზი გადავსებული არ ყოფილა,  მსმენელის რეაქცია მძლავრი, გულიდან ამოსული იყო. 

© LEVAN AVLABRELIვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი
ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი

ყველაზე მეტი ოვაცია სოლისტთა გამოსვლებს ერგო. თავდაპირველად სცენაზე ვლადიმირ სპივაკოვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ახალგაზრდა სტიპენდიანტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ალექსანდრა სტიჩკინა გამოჩნდა, რომელმაც როიალზე იოზეფ ჰაიდნის მუსიკა შეასრულა. არანაკლები ოვაცია მოჰყვა პიაცოლას ციკლის „წელიწადის დრონი ბუენოს-აირესში“ სულში ჩამწვდომ შესრულებას სოლისტი მევიოლინეების — დენის შულგინის, ლევ იომდინის, გეორგი ცაის, ევგენი სტემბოლსკისმიერ, ასევე აკორდეონისტ ნიკიტა ვლასოვის მიერ არგენტინელი კომპოზიტორის „სამი ტანგოს“ შესრულებას.

საღამოს ფინალში ქართველმა მსმენელმა, ბუნებრივია, სპივაკოვის ორკესტრი არ გაუშვა — მუსიკოსები ბისზე გამოიძახა. აღელვებულმა დირიჟორმა სცენიდან ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი და მისი ცნობილი ფრაზა ფილმიდან „ეძიეთ ქალი“ გაიხსენა: „ისე გელოდებოდი, კინაღამ დავბერდი“.

შემდეგ კი მიმართა მსმენელს და მოკლედ თქვა: „ისტორია გვასწავლის, რომ მმართველთა ძალა მათ ძალაუფლებაში კი არა, ამედ ხალხის ღირსებაშია. ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა, გვიყვარს და გვეყვარება ქართველი ხალხი“. და ორკესტრმა ბისზეასტორპიაცოლას ერთ-ერთი უმშვენიერესი ნაწარმოები „ლიბერტანგო“ შეასრულა. 

© LEVAN AVLABRELIვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი
ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი

თუმცა, დარბაზისთვის მაინც ცოტა აღმოჩნდა. აქ კი მაესტრომ ყველა კარტი გახსნა: აღმოჩნდა, რომ მათ საქართველოსთვის განსაკუთრებული საჩუქარი — ქართული მუსიკა მოამზადეს. „მოსკოვის ვირტუოზებმა“ სპივაკოვის ხელმძღვანელობით ორი ქართული კომპოზიცია მოამზადეს — სულხან ცინცაძის „საჭიდაო“ და სიმღერა „საქართველო“, რომლის ავტორიც თამარ გვერდწითელია. მსმენელი აღფრთოვანებული დარჩა. აღფრთოვანებული იყო დირიჟორიც.

 „მადლობა უფალს, არაფერი შეცვლილა. საქართველო ყოველთვის უმაღლესი კულტურის ქვეყანა იყო. ჩვენ აქ დიდი პასუხისმგებლობით ჩამოვდიოდით. და მე ეს დარბაზი ჯანსუღ კახიძესთან ერთად გავხსენი, მან მომიწვია. და აქ იმდენი მეგობარი მყავს, აქ იმდენი ადამიანი მიყვარს. ასე რომ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ“, — განაცხადა სპივაკოვმა კონცერტის შემდეგ. 

© LEVAN AVLABRELI ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი
ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ სპივაკოვის კონცერტი

კონცერტი ცნობილი თეატრალური და საოპერო რეჟისორის დავით საყვარელიძის წყალობით გაიმართა. ის ათი წელი თბილისის საოპერო თეატრის გენერალური დირექტორი იყო, ახლა კი პროდიუსერი, ასევე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

რეჟისორის წარმატებით ხორცშესხმულ იდეას ქართველმა მსმენელმა და ხელოვნების მოღვაწეებმა მაღალი შეფასება მისცეს. ნანი ბრეგვაძემ აღიარა, რომ ხშირად ესწრება სპივაკოვის კონცერტებს, მაგრამ ასეთი გამოსვლა ჯერ არ მოუსმენია.

 „სიტყვები არ მყოფნის, ემოციებიც აღარ მაქვს, სულ დავიცალე. სულ ვტიროდი. სპივაკოვი გენიალური მუსიკოსია, როგორი მევიოლინეა, როგორი დირიჟორი! ის შოუმენიცაა. გესმით, ის მხოლოდ მუსიკოსებისთვის კი არ ქმნის კონცერტებს, არამედ მასისთვისაც, რომ ის მოიზიდოს. ეს ხომ დიდი ხელოვნებაა — ასეთი დაუვიწყარი კონცერტის გამართვა. საოცარი ატმოსფერო იყო. ის ძალიან უყვართ, მას ძალიან აფასებენ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ეს თბილისში მოხდა“, — აღნიშნა ბრეგვაძემ.


ყველა ახალი ამბავი
0