საქართველო - სიყვარულის ქვეყანა, ანუ მარადიული გრძნობის თანამედროვე ისტორიები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaსკულპტურა ბათუმში
სკულპტურა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 15 აპრილს კულტურის საერთაშორისო და ეკოლოგიური ცოდნის დღეებს კი არ აღნიშნავენ, არამედ სიყვარულის დღეს, რომელიც 1994 წელს ჟურნალისტისა და შოუ–ბიზნესის წარმომადგენლის, ბესო ჩუბინიძის ინიციატივით დაარსდა.

საქართველო რომ სიყვარულის ქვეყანაა, ეს არავისთვის არ არის უცხო. ეს არც კომპლიმენტია და არც ვარაუდი, ეს აქსიომაა, რომელზეც არავინ დავობს — არც ჩვენებურები და არც სტუმრები, რომელთაც ოდესმე დაუდგამთ ფეხი ქართულ მიწაზე. 

ეს ტემპერამენტული და ქარიზმატული მამაკაცებისა და ულამაზესი, იდუმალი ქალების მხარეა, სადაც ცხოველი გრძნობების ჩქეფს. აქ ადამიანები სიყვარულში თავისუფლებას, შთაგონებასა და სიცოცხლის აზრს ჰპოვებენ. 

ამ დღეს Sputnik–მა მარადიული გრძნობის ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ თანამედროვე ისტორიებს მოუყარა თავი. 

პრეზიდენტურ–ვიზაჟისტური ვნებები

მათი სიყვარულის ისტორიას საქართველოში ზუსტად ისე ადევნებდნენ თვალყურს, როგორც ოდესღაც მთელი მსოფლიო პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ამბავს აკვირდებოდა — ბოლოს და ბოლოს, სთხოვდა თუ არა ხელს პრინცი ქეითს. არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ კაცი ქვეყნის უცოლო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო, ხოლო ქალი —ერთ–ერთი ტელეარხისმხატვრის გამოცდილების მქონე უბრალო ვიზაჟისტი, რომელსაც კინოში რამდენიმე ეპიზოდური როლი ჰქონდა შესრულებული.

მათი სიყვარული მარგველაშვილის გაპრეზიდენტებამდე ბევრად ადრე დაიწყო. ერთმანეთი პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილების წყალობით გაიცნეს — ანა მარგველაშვილისა და მაშო ჩაჩუას წყალობით. გოგონები მეგობრობდნენ და ხშირად ხან ერთთან რჩებოდნენ ღამის გასათევად და ხან მეორესთან. მერე კი მშობლებიც დაახლოვდნენ.  

თეა სამხარაძე - Sputnik საქართველო
თეა სირაძე - გისოსებს მიღმა სიყვარულია

გიორგისა და მაკას ბევრი საერთო ჰქონდათ: პირველი წარუმატებელი ქორწინება, ქალიშვილები, ასაკი და „ფილოსოფიური“ წარსული—კაცს დიპლომში, ხოლო ქალს ნახატებსა და მუსიკაში. 

მაგრამ რაოდენ თანამედროვეც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოება, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მაინც წამოწია გიორგი მარგველაშვილის ოჯახური მდგომარეობის საკითხი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტრადიციული შეხედულებების ამომრჩევლებს არ მოსწონდათ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მეგობარ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, ოჯახს კი არ ქმნიდა. გიორგი მარგველაშვილმა ამაზე განაცხადა, რომ პიარის გულისთვის დაოჯახებას არ აპირებდა, თუმცა წინააღმდეგი არ იყო, სიყვარულით დაქორწინებულიყო, და რომ საერთოდაც, ოჯახის შექმნა ღრმად პირად საკითხად მიაჩნდა და არა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის თემად. 

და როგორც ეს ხშირად ხდება, ქვეყანაში აქტიურად დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატის შეყვარებულის ბიოგრაფიის განხილვა. სააშკარაოზე გამოიფინა მაკას წარსულის ზოგი დეტალი: რომ ის თურმე ვიზაჟისტია, რომ სცენაზე მდგარა, რომ სიმღერა და ვიდეოკლიპი ჰქონია ჩაწერილი, რომ რამდენიმე მხატვრულ ფილმში ეპიზოდური როლები ჰქონია შესრულებული… ფოტო ფილმიდან „გაიღიმეთ“, რომელზეც მაკა ჩაჩუა საცურაო კოსტიუმშია გადაღებული, ელვისებურად მოეფინა ინტერნეტსივრცეს.  

© საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაგიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა

მომავალი პრეზიდენტი კი, რომელიც თავისუფალი აზროვნებით გამოირჩევა, ამ ყველაფერზე მისთვის ჩვეული სიმშვიდით რეაგირებდა. ის საყვარელ ქალზე ყოველთვის ტაქტიანად, დიდი სიყვარულითა და თრთოლვით საუბრობდა, ამბობდა, რომ მაკა მხატვარი, მუსიკოსი და ძალიან  ღრმა ადამიანია; რომ მან არა მხოლოდ შექსპირი თუ ბევრი სხვა რამ დაანახა ახლებურად, არამედ სიმშვიდეც ასწავლა — სახელმწიფოს მხრივ მუდმივად სამიზნეში ყოფნის მიუხედავადაც კი, და რთულ ცხოვრებისეულ მომენტებშიც მხარში ედგა. 

2013 წლის ოქტომბერში გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. გავიდა თითქმის ერთი წელი და ქვეყანა ახალმა ამბავმა შეძრა: საქართველოს ყველაზე სასურველი სასიძო დაოჯახდა. ასე გააოფიციალურა გიორგი მარგველაშვილმა მაკა ჩაჩუასთან ურთიერთობა 2014 წლის 10 სექტემბერს. პრეზიდენტი იმ დროისათვის 45 წლისა იყო, მისი რჩეული კი 43წლისა. 

ქორწილი ჟანრის ყველა კანონისა და მოლოდინის დარღვევით, ძალიან მოკრძალებული იყო — ყოველგვარ ბრწყინვალებასა და პომპეზურობას მოკლებული. ეს კია, წყვილი თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. წყვილმა ხელი დუშეთში მოაწერა. საქორწილო სუფრას, რომელიც პრეზიდენტის დუშეთის სახლში გაიშალა, მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ. 

2015 წლის 2 თებერვალს საპრეზიდენტო წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილის მამის საპატივცემულოდ თეიმურაზი დაარქვეს. 

ეს ისტორია ჰოლივუდურ ლავ–სთორის ჩამოჰგავს, მაგრამ ერთი რამ ცხადია და აშკარა: სწორედ ამ ლამაზი და ღრმა ბუნების ქალის გვერდით ყოფნისას გამოტყდა პრეზიდენტი, რომ „მდიდარი სექსუალური ცხოვრება“ აქვს და რომ ის შეყვარებულია.  

© photo: courtesy of Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველშვილი და მაკა ჩიჩუა
გიორგი მარგველშვილი და მაკა ჩიჩუა - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველშვილი და მაკა ჩიჩუა

როგორ შეუყვარდა კახა კალაძეს ყოფილი მოცეკვავე

2000–იან წლებში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტნისა და იტალიური „მილანის“ ნახევარმცველის, უბრალოდ დენდისა და  ლოველასის სახელი მარტო საქართველოში კი არა, მის ფარგლებს გარეთაც ქუხდა. 

პრესა კი ვის აღარ უკავშირებდა კახის გულს — ხან იმას წერდნენ, რომ კალაძის გული იტალიის პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილს, ბარბარას ეკუთვნოდა, ხან კი იმას, რომ რუსული ესტრადის პოპ–დივა (აწ განსვენებული) ჟანა ფრისკე დღე–დღეზე ელოდა მისგან საქორწინო ბეჭედს. 

ასევე უეჭველად იყო ცნობილი, რომ კახი კალაძე უკრაინელი პოლიტიკოსის, ნესტორ შუფრიჩის ყოფილი ცოლის, მოდელ ნატალია ვორონას რჩეული გახლდათ, რომელთან ერთადაც რამდენიმე  წელიც ეცხოვრა იტალიაში. 

და ეს ყოველივე ასე გაგრძელდებოდა, გულკეთილი კახისთვის არ ეთხოვათ, მიეხედა და ყურადღება მიექცია, მიეხედა ერთი ქართველი ნაცნობის 17 წლის ქალიშვილისთვის, რომელიც მილანში, ცნობილ საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Elit–ში სამუშაოდ მარტო ჩასულიყო და რომელიც მანამდე „სუხიშვილების“ მოცეკვავე გახლდათ. ეს ანუკი არეშიძე იყო. 

კახიმაც „მიაქცია ყურადღება, მიხედა“ ანუკის და მალე მშობლებსაც გააცნო თბილისში. აი, თურმე სინამდვილეში ვისთვის ინახავდა ქართველი გულთამპყრობელი საქორწინო ბეჭედს?!  

მერე კახიმ მაღალ საზოგადოებასაც წარუდგინა თავისი რჩეული, რომელმაც მყის შენიშნა და აღნიშნა არა მხოლოდ ანუკის ეფექტური გარეგნობა, არამედ  მისი მოდური, ლამის ექსტრავაგანტური სამოსიც. მრავალრიცხოვანმა სამეგობრომ მაღალი საზოგადოებიდან 2009 წლის ზაფხულში წყვილს ჯერ პირმშოს — ლევანის დაბადება მიულოცა, მერე კი მისი მომდევნო კახაბერისა და ვაჩესი. 

მერე კალაძე–არეშიძის წყვილის მიმართ ინტერესი ანუკის დიზაინერულმა საქმიანობამ გააღვივა. მან მოდელობას დიზაინერობა ამჯობინა და მილანის IstitutoMarangoni–ში FashionStylingandMarketing–ის კურსზე ჩააბარა. 2011 წლის მარტში კი კიევში ბრენდ AnoukiBicholla–ს დებიუტი შედგა, რომელიც ანუკიმ ქართველ დიზაინერთან, ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად შექმნა.

ერთ ადგილზე არც კახი გაჩერებულა. 2011 წლის ბოლოს ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე განაცხადა და პოლიტიკაში ჩაერთო. 2012 წელს კი ქვეყნის პრემიერ–მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრის პოსტები დაიკავა. 

ამასობაში კი ანუკი მშვენივრად აძლევდა ტონს დიპლომატიურ მიღებებს, რომლებზეც მუდმივად იწვევდნენ და მალე ქართველ პოლიტიკოსთა მეუღლეებს შორის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ქალად იქცა. 

ჰო, მართლა, კალაძე–არეშიძის წყვილმაც მოკრძალებულად დაიწერა ჯვარი ერთად ცხოვრების მეექვსე წლისთავზე — 2013 წლის ივნისში.  

ჩაშლილი სამეფო სიყვარული 

ეს ისტორია დაუჯერებლად ლამაზ ზღაპრად შეიძლებოდა ქცეულიყო, რომელსაც კეთილი ბოლო ექნებოდა — „ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად“. მაგრამ სულ სხვაგვარად კი მოხდა. 

მოკლედ, იყო და არა იყო რა, ცხოვრობდა ქვეყნად ქართველ მეფეთა შთამომავალი და მემკვიდრე უფლისწული ბაგრატიონ–მუხრანელი, რომელიც ესპანეთში გაიზარდა ფუფუნებასა და განცხრომაში და რომლის რჩეულიც გახდა ანა ბაგრატიონი–გრუზინსკი.

ანა რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორის, ნუგზარ ბაგრატიონ–გრუზინსკის ქალიშვილი და თბილისზე შექმნილი სიმღერებიდან ყველაზე  ცნობილის, „თბილისოს“ სიტყვების ავტორის, პეტრე გრუზინსკის შვილიშვილი გახლდათ. განათლებით ჟურნალისტი იყო, მუშაობით კი დედაქალაქის ერთ–ერთ სკოლაში მოკრძალებულად მუშაობდა მასწავლებლად.  

სიყვარული ეს... - Sputnik საქართველო
სიყვარული ეს...

ამ ორ ადამიანს უბრალოდ შეუღლება კი არ ეწერათ, არამედ ბაგრატიონთა ორი უძველესი შტოს გაერთიანებაც. ეს კია, სამეფო ტახტმა ვერ დამალა ის ფაქტი, რომ ანა ბაგრატიონ–გრუზინსკი უკვე იყო დაქორწინებული და ორი შვილიც ჰყავდა, უფლისწული დავითი კი უცოლო კაცის თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა. 

თუმცა ამან წმიდა ქორწილს დაბრკოლება ვერ შეუქმნა, მით უმეტეს, რომ ამ ქორწილს საქართველოს კონსტიტუციურ მონარქიულ წყობაზე გადასვლის იმედები უკავშირდებოდა. სამეფო წყვილის შეკავშირების ინიციატორი თავად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე გახლდათ, რომელმაც დაწერა კიდეც ჯვარი ანასა და დავითს. 

დავით ბაგრატიონ–მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ–გრუზინსკის დინასტიური ქორწინება სამების საკათედრო ტაძარში 2009 წლის 8 თებერვალს შედგა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ამბობდნენ, რომ ქორწილში რამდენიმე ათასი კაცი იყო მიწვეული.  

© РИА НОВОСТИსამეფო დინასტიის შთამომავლების ქორწილი
სამეფო დინასტიის შთამომავლების ქორწილი - Sputnik საქართველო
სამეფო დინასტიის შთამომავლების ქორწილი

2011 წელს სამეფო წყვილს  ვაჟი შეეძინა, რომელსაც გიორგი დაარქვეს. მაგრამ ტახტის მემკვიდრის დაბადებამ ოჯახს ერთიანობა მაინც ვერ შეუნარჩუნა. მალე დავით ბაგრატიონმა განაცხადა, რომ მეუღლეს ეყრებოდა. 

პრესა წერდა, რომ წყვილის დაშორების მიზეზი ძალიან ბანალური იყო — დავითს სხვა  ქალი, ჩვენში კარგად ცნობილი შორენა ბეგაშვილი უყვარდა. 

ცხოვრება კოტესთან და მის გარეშე

2016 წლის აპრილში ერთი წელი შესრულდა, რაც კოტე თოლორდავა ამ ქვეყნიდან წავიდა. ამიტომ, მოდით, მისი სიყვარულის ისტორიაც გავიხსენოთ.  

სიყვარული ეს შენ ხარ! - Sputnik საქართველო
სამი მარადიული კითხვა სიყვარულზე და ოთხი განსხვავებული პასუხი

ეს დიდთვალება, წითურთმიანი ქართველი გოგონა, რომელსაც უჩვეულო სახელი, განო ჰქვია და გვარად მელითაურია, კოტეს მეორე ნახევარი იყო. ასე ამბობდა ხოლმე თავად კოტე ინტერვიუებში — განო ჩემი მეორე ნახევარია, რომლის სიყვარულმაცა და სინაზემაც დამაძლევინა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაო. 

განო კი გამუდმებით კოტეს სიკეთეს, დიდბუნებოვნებასა და უჩვეულო რომანტიულობას  უსვამდა ხაზს. და ეს ცარიელი სიტყვები არ იყო — მთელმა საქართველომ ნახა, როგორ სთხოვა ამწეკრანით განოს ფანჯრებამდე „ამაღლებულმა“ კოტემ მას ხელი.  

© photo: courtesy of Gano Melitauriგანო მელითაური და კოტე თოლორდავა
განო მელითაური და კოტე თოლორდავა - Sputnik საქართველო
განო მელითაური და კოტე თოლორდავა

კოტე მუდამ გვერდში ედგა განოს, ყველა მძიმე მომენტში. განომ კოტეს ორი შვილი აჩუქა და ორივე მშობიარობისას მისი ხელი საყვარელი ქმრის ხელებში იყო მოქცეული. სამწუხაროდ, მესამე შვილის დაბადებისას ეს შეუძლებელი იყო — მესამე კოტეს იმქვეყნად წასვლის შემდეგ დაიბადა. 

კოტე 2015 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა მოსკოვის ერთ–ერთ სასტუმროში, სადაც ფილმში იღებდნენ. ახლობლებისა და მეგობრების თქმით, მისმა გულმა დაძაბულ და გადატვირთულ გრაფიკს ვერ გაუძლო. 

კოტე სულ ახალგაზრდა იყო, 35 წლისა და ასეთადვე დარჩება მისი ულამაზესი მეუღლის გულსა და მახსოვრობაში, რომელიც  ახლაღა სწავლობ ცხოვრებას კოტეს გარეშე. 


ყველა ახალი ამბავი
0