ჰალსტუხთან დაკავშირებული ამბების ტოპ–ხუთეული: სააკაშვილი, ჯეიმს ბონდი, აჰმადინეჟადი

CC BY 2.0 / Paul Keller / tiesჰალსტუხი
ჰალსტუხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველომ“ მკითხველისთვის ჰალსტუხებთან დაკავშირებული ხუთი ყველაზე საინტერესო ისტორია შეკრიბა.

ოდიოზურ პოლიტიკოსს, ლეგენდარულ აგენტსა და ფუნდამენტალისტ მმართველს თითქოს არაფერი უნდა ჰქონდეთ საერთო, მაგრამ ჰქონიათ — ჰალსტუხი. მამაკაცის გარდერობის ამ აქსესუარს, თურმე, შეუძლია პუბლიკის რჩეულადაც გაქციოთ და დაცინვის საგნადაც.

მიხეილ სააკაშვილი

ვისაც თუნდაც ერთხელ სმენია საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელი, მისი „ჰალსტუხიჭამიობის“ ამბავიც აუცილებლად ეცოდინება. მიხეილ სააკაშვილს ეს სახელი მყარად მიეკერა და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.

საქმე ასე იყო: 2008 წლის 16 აგვისტოს, რუსეთ–საქართველოს შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ ბრიტანული ტელეკომპანია ВВС–ს ჟურნალისტები სააკაშვილთან ინტერვიუს ჩასაწერად ემზადებოდნენ. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. პრეზიდენტმა ისე უპასუხა ზარს, რომ კამერების გამორთვა არ უთხოვია. ტელეფონზე საუბრისას სააკაშვილმა ჰალსტუხი ჩაიდო პირში და ღეჭვა დაიწყო.

ეს ვიდეოფრაგმენტი ВВС–ს უახლესი გამოშვების სიუჟეტად იქცა და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! ინტერნეტი წალეკა ანეკდოტებმა, პაროდიებმა, ფოტოკოლაჟებმა…

რამდენიმე თვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ საქციელზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „საკუთარ ქვეყანაზე ნერვიულობამ შეიძლება საკუთარი ჰალსტუხიც შეგაჭამოს“. თანაც იქვე დაადასტურა, როცა ვნერვიულობ, ხშირად ვღეჭავ ჰალსტუხსო.

© Дмитрий Астаховოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მიუნხენის კონფერენციაზე. 2016 წლის 13 თებერვალი
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მიუნხენის კონფერენციაზე. 2016 წლის 13 თებერვალი - Sputnik საქართველო
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მიუნხენის კონფერენციაზე. 2016 წლის 13 თებერვალი

 

ამ თემაზე ერთხელ ვლადიმირ პუტინმაც იხუმრა. 2009 წელს, როდესაც ის რუსეთის პრემიერ–მინისტრი იყო, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ურჩია, სააკაშვილთან შეხვედრაზე ჰალსტუხს გაფრთხილებოდა. 

„მე ვურჩევდი ორ პრეზიდენტს, უკეთესი იქნებოდა, თუ უჰალსტუხოდ ივახშმებდნენ. ჰალსტუხს ახლა დიდი ფასი აქვს“, — თქვა პუტინმა.

ამის გაგონებაზე იქვე მდგომ იულია ტიმოშენკოს სიცილი აუტყდა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, მე ნამდვილად შემიძლია ვახშმის უჰალსტუხოდ გამართვაო.

შრომისმოყვარე

სამსახურში თვალების მილულვა გსურთ, მაგრამ მაგიდაზე, მით უმეტეს, კლავიატურაზე ძილი მოსახერხებელი არ არის? მაშინ ჩვენ მოვდივართ თქვენთან! შეხვდით ჰალსტუხ–ბალიშს pillow tie. ეს მრავალფუნქციური აქსესუარი ახალგაზრდა ამერიკელმა ტომ ბოუენმა შექმნა (იუტას შტატი), თუმცა ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ეს გამოგონება იაპონელებს ეკუთვნით.

სანამ მავანი ამ აქსესუარის წარმოშობის ადგილს არკვევს, ჩვენ გეტყვით, რომ pillow tie–ს შიგნიდან აქვს სპეციალური კამერა, რომელიც შეგიძლიათ გაბეროთ და ჰალსტუხი არც თუ ძალიან ელეგანტურ, მაგრამ მოხერხებულ და მინიატურულ ბალიშად აქციოთ.

© Flickr / Alper Çuğunმამაკაცის ჰალსტუხი
მამაკაცის ჰალსტუხი - Sputnik საქართველო
მამაკაცის ჰალსტუხი

გაბერვამდე pillow tie არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ჰალსტუხისგან და ნებისმიერ საქმიან კოსტიუმთან შეიძლება მისი შეხამება. სწორედ ამიტომ სარგებლობს ის დიდი პოპულარობით ამერიკაში. ჰალსტუხი–ბალიშის შეძენა ინტერნეტით შეგიძიათ სულ რაღაც 20 დოლარად.

თუმცა Sputnik–ი გაფრთხილებთ, რომ pillow tie–ს შეუძლია პრობლემებიც შეგიქმნათ, თუ ხშირად ისარგებლებთ მისით და ხელმძღვანელობა ამას შენიშნავს. სწორედ ისე, როგორც ერთი მსხვილი ამერიკული იურიდიული ფირმის ტოპ–მენეჯერის შემთხვევაში მოხდა, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჯეიმს  ბონდი

„ერთადერთი შეცდომა ბონდის გარდერობში“ — ასე დასათაურებული სტატია გამოაქვეყნა მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ჟურნალმა GQ–მ 2015 წლის ნოემბერში. ჟურნალის რისხვა ლეგენდარული ჯეიმს ბონდის ბოლო ეკრანიზაციას „სპექტრს“ დაატყდა თავს, რომელშიც მთავარ როლს დენიელ კრეიგი ასრულებს.

გახსოვთ სცენა, სადაც ბონდი თავის ახალ გოგონასთან (ლეა სეიდუ) ერთად — რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ჰა და ჰა, მთავარი გმირი შეუყვარდება — უდაბნოში აღმოჩნდება? ფხიზელმა სტილიაგებმა სწორედ იქ აღმოაჩინეს მიუტევებელი შეცდომა.

„ბონდი მატარებლიდან ჩალისფერ კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ჩამოდის, შავი სათვალეები უკეთია. ჩემოდანს მტვრიან მიწაზე დგამს, წელში სწორდება და ჩვენ ბონდის ჰალსტუხის წვერს ვხედავთ, რომელიც აცაბაცად ქანაობს სადღაც წელის მიდამოებში და არა ქამრისა. გინდა რომ კოსტიუმერები და მათი ასისტენტები მიახრჩო! იდეალები სწორედ ასეთი უყურადღებო ყეყეჩების გამო ინგრევა, რომლებმაც მსახიობს არასწორად შეუკრეს ჰალსტუხი“, — ეწერა სტატიაში.

© Flickr / Cliffდენიელ კრეიგის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში
დენიელ კრეიგის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში - Sputnik საქართველო
დენიელ კრეიგის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში

 

სტატიის ავტორის აზრით, ეს შეცდომა ასეთი საშინელი არ იქნებოდა, თავად დენიელ კრეიგი ბონდის როლში რამენაირად ირონიული მაინც რომ ყოფილიყო საკუთარი თავის მიმართ.

„მაგრამ ბონდი, როგორც წესი, ყოველთვის უნაკლოა და საკუთარ თავს შეუვალი სერიოზულობით აღიქვამს. მას ყოველთვის ყველაფერი იდეალურად აქვს: როცა კოსტიუმში გამოწყობილი დაქრის შენობების სახურავებზე, თეთრ სმოკინგში იგერიებს მტრებს, როცა მონიკა ბელუჩის აცდუნებს. სწორედ ამიტომაა გასაკვირი ეს დასანანი სტილისტური შეცდომა „სპექტრის“ ერთ–ერთ სცენაში. და სწორედ ამიტომ გინდება თავად კრეიგის გაშვება“, — ასეთი იყო GQ–ს ვერდიქტი.

დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ჰალსტუხის დახმარებით შეგიძლიათ. დახმარება ბევრად ფასეული იქნება (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), თუ ამ დროს პიერ კარდენის ძვირადღირებულ დიზაინერულ ჰალსტუხს გამოიყენებთ.

ეს პირადი მაგალითით დაამტკიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ — განათლებით ექიმმა.

© Flickr / Fredrik Rubenssonმამაკაცის ჰალსტუხი
მამაკაცის ჰალსტუხი - Sputnik საქართველო
მამაკაცის ჰალსტუხი

2013 წლის სექტემბერში ჩვენი გმირი ავიაშოუზე დასასწრებად მიდიოდა, როდესაც მოსკოვის პროსპექტზე მანქანა ნასვამ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაზარალებული უსახლკარო დენის აჰმედოვი იყო. თვითმხილველების თქმით, სერგეენკომ, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო, არ დაუცადა ექიმების მოსვლას და დაშავებულს თავად გადაუხვია ფეხი საკუთარი პიერ კარდენის ჰალსტუხით.

„დაზარალებულს მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, მაგრამ ჩვენ მისვლამდე ვიღაცას სისხლდენა შეეჩერებინა. ჰალსტუხი ჰქონდა გადაჭერილი ფეხზე. მამაკაცმა პაციენტი ჩაგვაბარა და ჩვენც ჩვენ საქმეს შევუდექით, რომ უცებ პატრული გვეუბნება, იცით, ახლა ვის ელაპარაკეთ, ამ კაცს ვინ უპატრონაო? მხრები ავიჩეჩეთ. უკან რომ მივიხედეთ, ის უკვე ავტომობილში ჯდებოდა. გაოცებისგან დავიბენით… როდესაც მინისტრმა აგვიხსნა, რაც გააკეთა, ვიფიქრეთ, რომ ჩვენი კოლეგა იყო, რომელიც შემთხვევას შეესწრო. რას წარმოვიდგენდით, რომ მაშველი თავად ჯანდაცვის მინისტრი აღმოჩნდებოდა?!“ — თქვა სასწრაფო დახმარების მანქანის ექიმმა სვეტლანა ყორღანაშვილმა.

დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების წყალობითო, თქვეს მაშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
„მინისტრის ჰალსტუხი ჩარჩოში ჩავსვით და საპატიო ადგილზე გამოვფინეთ. პიერ კარდენის შინდისფერ–შავი ჰალსტუხი, როგორც ჰიპოკრატეს ფიცისადმი ერთგულების სიმბოლო, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ჯილდოებსა და მედლებს შორის“, — თქვა სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომელმა მზია ჯოხიძემ.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ჩვენ ნაკრებში მეხუთე ადგილზეა მაჰმუდ აჰმადინეჟადთან დაკავშირებული ისტორია — უფრო სწორად, არშემდგარი ისტორია. არაფერი იქიდან, რაც ზემოთ გიამბეთ, არ შეიძლებოდა დამართოდა ირანის ყოფილ პრეზიდენტს ერთი მარტივი მიზეზის გამო: მას არასდროს კეთებია ჰალსტუხი, ოფიციალურ მიღებებზეც კი.

© Сергей Гунеевმაჰმუდ აჰმადინეჯადი ასტანაში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საბჭოს სხდომის დაწყებამდე
მაჰმუდ აჰმადინეჯადი ასტანაში  „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საბჭოს სხდომის დაწყებამდე - Sputnik საქართველო
მაჰმუდ აჰმადინეჯადი ასტანაში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საბჭოს სხდომის დაწყებამდე

ეს ექს–პრეზიდენტის პირადი კაპრიზი კი არ იყო, არამედ ეროვნული თავისებურება. ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ჰალსტუხების გაყიდვა აიკრძალა, როდესაც ხელისუფლებაში აიათოლა ჰომეინი მოვიდა და ყველაფერ დასავლურს, მათ შორის, ჩაცმის სტილსაც კი სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა. 

რელიგიამ სახელმწიფოში მთავარი ადგილი დაიკავა და ისლამის ყველა კანონი განუხრელად სრულდება. ქალები თავით ფეხამდე შებურულები დადიან, ხოლო მამაკაცები გრძელსახელოებიანი და, უმეტესად, უსაყელოებო პერანგებით.

სამაგიეროდ, ირანელ პოლიტიკოსებს ვერც არასწორად შეკრული ჰალსტუხის გამო გააკრიტიკებენ და ვერც მისი ღეჭვის გამო.

© Flickr / freestocks.orgმამაკაცის ჰალსტუხი
მამაკაცის ჰალსტუხი - Sputnik საქართველო
მამაკაცის ჰალსტუხი

 

ყველა ახალი ამბავი
0