ილია მეორე

ილია მეორე: მეორედ მოსვლა გარდაუვალია, უნდა გამონახოთ გზა, რომელიც მიდის სასუფეველში

187
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საღდესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს — ბზობას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს აგრეთვე არის დღესასწაული ქართული ენისა, გილოცავთ ამ დღესასწაულებს“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ხალხმა უნდა იფიქროს მეორე მოსვლაზე, თუ როგორ შეხვდებიან ამ დღეს.

„მეორედ მოსვლა გარდაუვალია. ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები. ნუ შეგეშინდებათ! მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“, - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ  ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი ოქროს  ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

187
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 6 მაისი

381
(განახლებულია 08:12 06.05.2021)
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის, მოწამეების: ალექსანდრა დედოფლის, მისი ასული ვალერიას, ანატოლისა და პროტოლეონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა დიდმოწამე გიორგი

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.
წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.
მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს:. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს,: შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.
ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.
ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.
მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო.

მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა:
მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა.

გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.
წმიდა გიორგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.
წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმიდა მოწამენი: დედოფალი ალექსანდრა და ვალერია

წმიდა ალექსანდრა დედოფალი და ვალერია (+314). წმიდა გიორგის წამების ამსახველ პირველ აქტებში წერია, რომ დიოკლეტიანეს მეუღლე, წმიდა ალექსანდრა გარდაიცვალა წმიდა გიორგის წამების დღეს. სინამდვილეში, მან მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო მოგვიანებით, 314 წელს.

ამ ხნის განმავლობაში მრავალი მოვლენა მოხდა. 305 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ უარი განაცხადა ტახტზე და ძალაუფლება გადავიდა მისი თანამმართველის, ფანატიკოსი წარმართის, უხეში და სასტიკი მხედრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ხელში. მისი მეუღლე იყო წმიდა ალექსანდრე დედოფლის ასული წმიდა მოწამე ვალერია, რომელიც დიოკლეტიანემ მისი სურვილის გარეშე გაათხოვა.

წმიდა ალექსანდრა ქალიშვილს ქრისტიანული ღვთისმსახურებით ზრდიდა. როდესაც გალერიუსი გარდაიცვალა, იმპერატორმა მაქსიმიანემ ხელი სთხოვა წმიდა ვალერიას. ქრისტიანი ქალის უარით განაწყენებულმა მაქსიმიანემ წმიდა ვალერია სირიაში გადაასახლა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ, 313 წელს იმპერატორ ლიკინიუსის (313-324) მოწყალებაში დაიმედებული დედა-შვილი ნიკომიდიაში ჩავიდა. წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინესთან ერთად ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, რომელიც ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლებას ანიჭებდა, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობის მტრად დარჩა. ლიკინიუსმა ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ წმიდა ალექსანდრა დედოფალი და მისი ასული წმიდა ვალერია. მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: ანატოლი და პროტოლეონი

წმიდა მოწამენი ანატოლი და პროტოლეონი (303) ქრისტიანობაზე მოიქცნენ წმიდა დიდმოწამე გიორგის მხნეობისა და სასწაულების ხილვის შემდეგ. იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით მათ მახვილებით მოჰკვეთეს თავი.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

381
თემები:
საეკლესიო კალენდარი

ქართული ქვაფენილი: ისტორიის ატრიბუტი თუ თანამედროვეობის მკაფიო შტრიხი ფოტო

83
(განახლებულია 20:17 05.05.2021)
  • პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ
  • მეტეხისკენ მიმავალი აღმართიდან კარგად ჩანს სიონის საკათედრო ტაძარი და ნარიყალა
  • მთაწმინდის ეკლესია შედარებით ახალია, მას სულ 150 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ადრე აქ, გამოქვაბულში ცხოვრობდა ბერი დავით გარეჯელი
  • ამბობენ, რომ ეკლესიისკენ მიმავალი გზა ზუსტად იმეორებს იმ ბილიკის მოხაზულობას, რომლითაც ბერი დავითი სარგებლობდა
  • თუმცა აქაურობა ახლა თანამედროვედ გამოიყურება
  • ზემოთ განთავსებულია საქართველოს კულტურის მოღვაწეებისა და გამოჩენილი ადამიანების პანთეონი, შესასვლელში დაკრძალულები არიან ალექსანდრ გრიბოედოვი და მისი მეუღლე ნინა ჭავჭავაძე)
  • ნარიყალასკენ მიმავალი აღმართი საკმაოდ დამრეცია, მისი გავლა ყველას არ შეუძლია. სამანქანო და შემოვლითი გზების გარდა, აქ ასევე მუშაობს საბაგირო
  • ციხესიმაგრეს რეკონტრუქცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა ქვაფენილი, როგორც ჩანს, ძველია, უბრალოდ ხელახლა დაგებული. აქ ჩნდება შეგრძნება, რომ ამ ქვაფენილზე რამდენიმე თაობის ადამიანებს დაუბიჯებიათ
  • ვარაზისხევის ქვაფენილსაც თავისი ისტორია აქვს. ქვის ნაჭრები ყოფილი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის საგზაო საფარიდან ამოიღეს და ისინი უკვე ათწლეულებია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ამშვენებენ. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ვარაზის ხევზე ასფალტის დაგება გადაწყვიტა, თუმცა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და ვარაზის ხევს ძველი იერ-სახე შეუნარჩუნა
  • მიუხედავად ძველი უბნების განახლებისა, ქალაქის ხასიათი და სული კვლავ შენარჩუნდა
  • ქვაფენილი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივებისათვის ის გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის
  • ველოსიპედით ქვაფენილზე სიარული საკმაოდ რთულია, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი
  • არანაკლებ ლამაზად გამოიყურება ცირკის უკანა მხარეს ქვაფენილი, თუმცა აქ იშვიათად ნახავთ მანქანას. ადრე, როდესაც საცირკო ხელოვნება აქტუალური იყო, საკუთარი ავტომობილი ცოტას ყავდა, ცირკის სტუმრების დიდი ნაწილი შენობაში წინა კიბეებით შედიოდა. ახლა ავტომობილისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ცირკი დაკეტილია...
  • აქ ხშირად ქალაქზე პანორამული ხესითვისაც მოდიან
  • ეს ფოტო კი - განსაკუთრებულია, მრავალი წლის წინ გელათის ტაძარში ასევე დაიგო ქვაფენილი. სწორედ აქ განისვენებს მეფე დავით აღმაშენებელი. ტრადიციისამებრ, ის დაკრძალულია ეკლესიის საძვალის შესასვლელში, რათა მორწმუნეებს შეძლებოდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველისათვის პატივის მიგება მის საფლავის ქვაზე დაბიჯებით
თანამედროვე ქალაქებში ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს უფრო ესთეტიკური დანიშნულება აქვს, ვიდრე პრაქტიკული. „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა ისტორიით მსუნთქავი ქუჩები მოიარა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

მართალია, ჩვენ დროში საგზაო მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა, მაგრამ თბილისის ისტორიული რაიონების უმეტესობისთვის, მათი რელიეფის გათვალისწინებით, ქვაფენილიან გზებს დღესაც გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს.

საქმე ისაა, რომ წვიმის დროს ფერდობებიდან დაშვებული წყლის ნაკადები ქვაფენილს ბევრად ნაკლებად რეცხავს, ვიდრე ასფალტსა თუ ბეტონს. ამას ემატება ისიც, რომ ქვაფენილი პრაქტიკულად არ ცვდება, ხოლო „დაჯდომის“ შემთხვევაში მარტივად შეიძლება მისი ხელახლა დაგება.

მართალია, უახლესი კომპოზიტური მასალების ფონზე ქვების ხელით დამუშავება შესაძლოა გონივრული არ იყოს, მაგრამ თბილისის შემთხვევაში ეს ერთგვარი რარიტეტია – ანტიკვარიატის ანალოგიური.

83
  • პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ

  • მეტეხისკენ მიმავალი აღმართიდან კარგად ჩანს სიონის საკათედრო ტაძარი და ნარიყალა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მეტეხისკენ მიმავალი აღმართიდან კარგად ჩანს სიონის საკათედრო ტაძარი და ნარიყალა

  • მთაწმინდის ეკლესია შედარებით ახალია, მას სულ 150 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ადრე აქ, გამოქვაბულში ცხოვრობდა ბერი დავით გარეჯელი
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მთაწმინდის ეკლესია შედარებით ახალია, მას სულ 150 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ადრე აქ, გამოქვაბულში ცხოვრობდა ბერი დავით გარეჯელი

  • ამბობენ, რომ ეკლესიისკენ მიმავალი გზა ზუსტად იმეორებს იმ ბილიკის მოხაზულობას, რომლითაც ბერი დავითი სარგებლობდა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ამბობენ, რომ ეკლესიისკენ მიმავალი გზა ზუსტად იმეორებს იმ ბილიკის მოხაზულობას, რომლითაც ბერი დავითი სარგებლობდა

  • თუმცა აქაურობა ახლა თანამედროვედ გამოიყურება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    თუმცა აქაურობა ახლა თანამედროვედ გამოიყურება

  • ზემოთ განთავსებულია საქართველოს კულტურის მოღვაწეებისა და გამოჩენილი ადამიანების პანთეონი, შესასვლელში დაკრძალულები არიან ალექსანდრ გრიბოედოვი და მისი მეუღლე ნინა ჭავჭავაძე)
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ზემოთ განთავსებულია საქართველოს კულტურის მოღვაწეებისა და გამოჩენილი ადამიანების პანთეონი, შესასვლელში დაკრძალულები არიან ალექსანდრ გრიბოედოვი და მისი მეუღლე ნინა ჭავჭავაძე)

  • ნარიყალასკენ მიმავალი აღმართი საკმაოდ დამრეცია, მისი გავლა ყველას არ შეუძლია. სამანქანო და შემოვლითი გზების გარდა, აქ ასევე მუშაობს საბაგირო
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ნარიყალასკენ მიმავალი აღმართი საკმაოდ დამრეცია, მისი გავლა ყველას არ შეუძლია. სამანქანო და შემოვლითი გზების გარდა, აქ ასევე მუშაობს საბაგირო

  • ციხესიმაგრეს რეკონტრუქცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა ქვაფენილი, როგორც ჩანს, ძველია, უბრალოდ ხელახლა დაგებული. აქ ჩნდება შეგრძნება, რომ ამ ქვაფენილზე რამდენიმე თაობის ადამიანებს დაუბიჯებიათ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ციხესიმაგრეს რეკონტრუქცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა ქვაფენილი, როგორც ჩანს, ძველია, უბრალოდ ხელახლა დაგებული. აქ ჩნდება შეგრძნება, რომ ამ ქვაფენილზე რამდენიმე თაობის ადამიანებს დაუბიჯებიათ

  • ვარაზისხევის ქვაფენილსაც თავისი ისტორია აქვს. ქვის ნაჭრები ყოფილი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის საგზაო საფარიდან ამოიღეს და ისინი უკვე ათწლეულებია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ამშვენებენ. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ვარაზის ხევზე ასფალტის დაგება გადაწყვიტა, თუმცა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და ვარაზის ხევს ძველი იერ-სახე შეუნარჩუნა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ვარაზისხევის ქვაფენილსაც თავისი ისტორია აქვს. ქვის ნაჭრები ყოფილი არნოლდ ჩიქობავას ქუჩის საგზაო საფარიდან ამოიღეს და ისინი უკვე ათწლეულებია ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას ამშვენებენ. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ ვარაზის ხევზე ასფალტის დაგება გადაწყვიტა, თუმცა საზოგადოებამ ეს არ დაუშვა და ვარაზის ხევს ძველი იერ-სახე შეუნარჩუნა

  • მიუხედავად ძველი უბნების განახლებისა, ქალაქის ხასიათი და სული კვლავ შენარჩუნდა
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მიუხედავად ძველი უბნების განახლებისა, ქალაქის ხასიათი და სული კვლავ შენარჩუნდა

  • ქვაფენილი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივებისათვის ის გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ქვაფენილი ეფექტურად გამოიყურება, თუმცა ადგილობრივებისათვის ის გარკვეულ დისკომფორტსაც ქმნის

  • ველოსიპედით ქვაფენილზე სიარული საკმაოდ რთულია, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ველოსიპედით ქვაფენილზე სიარული საკმაოდ რთულია, თუმცა ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი

  • არანაკლებ ლამაზად გამოიყურება ცირკის უკანა მხარეს ქვაფენილი, თუმცა აქ იშვიათად ნახავთ მანქანას. ადრე, როდესაც საცირკო ხელოვნება აქტუალური იყო, საკუთარი ავტომობილი ცოტას ყავდა, ცირკის სტუმრების დიდი ნაწილი შენობაში წინა კიბეებით შედიოდა. ახლა ავტომობილისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ცირკი დაკეტილია...
    © Sputnik / Goga Vardzieli

    არანაკლებ ლამაზად გამოიყურება ცირკის უკანა მხარეს ქვაფენილი, თუმცა აქ იშვიათად ნახავთ მანქანას. ადრე, როდესაც საცირკო ხელოვნება აქტუალური იყო, საკუთარი ავტომობილი ცოტას ყავდა, ცირკის სტუმრების დიდი ნაწილი შენობაში წინა კიბეებით შედიოდა. ახლა ავტომობილისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ცირკი დაკეტილია...

  • აქ ხშირად ქალაქზე პანორამული ხესითვისაც მოდიან
    © Sputnik / Goga Vardzieli

    აქ ხშირად ქალაქზე პანორამული ხესითვისაც მოდიან

  • ეს ფოტო კი - განსაკუთრებულია, მრავალი წლის წინ გელათის ტაძარში ასევე დაიგო ქვაფენილი. სწორედ აქ განისვენებს მეფე დავით აღმაშენებელი. ტრადიციისამებრ, ის დაკრძალულია ეკლესიის საძვალის შესასვლელში, რათა მორწმუნეებს შეძლებოდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველისათვის პატივის მიგება მის საფლავის ქვაზე დაბიჯებით
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ეს ფოტო კი - განსაკუთრებულია, მრავალი წლის წინ გელათის ტაძარში ასევე დაიგო ქვაფენილი. სწორედ აქ განისვენებს მეფე დავით აღმაშენებელი. ტრადიციისამებრ, ის დაკრძალულია ეკლესიის საძვალის შესასვლელში, რათა მორწმუნეებს შეძლებოდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველისათვის პატივის მიგება მის საფლავის ქვაზე დაბიჯებით

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი

დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

0
(განახლებულია 19:59 06.05.2021)
მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5−ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19−ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება Daily Mail-ი ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR−ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19−ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2−ის აფეთქების პირველივე დღეებიდან  გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.

თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2−ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების მოსაზრება ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID−19−ით.

პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID−19−ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.

ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც —  გენ AR−ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.

პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება