12 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდთა მღვდელთმთავართა - ბასილი დიდის, გრიგოლი ღმრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის; ასევე მღვდელმოწამის იპოლიტე რომის პაპისა და მისთანა მოწამეთა: კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა 20-თა მოწამეთა; ღირსისა ზენონისა, წმ. ბასილი დიდის მოწაფისა; მოწამისა თეოფილე ახლის; კეთილმორწმუნის მეფისა პეტრე ბულგარელის ხსენების დღეს აღნიშნავს.