სახეცვლილი „ალილო“: სად შეგიძლიათ მიიტანოთ შეგროვილი შესაწირი

© Sputnik / Sergey Sitnikovალილო საქართველოში
ალილო საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომდინარე იქიდან, რომ წელს ტრადიციული „ალილო“ სახეცვლილად გაიმართება, მოქალაქეებს შესაწირის მიტანა სხვაგვარად მოუწევთ.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საშობაო მსვლელობა არ გაიმართება, თუმცა მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ალილოსთვის შეგროვილი შესაწირი გარკვეულ ადგილებზე დატოვონ, აცხადებს სამების ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი.

ალილო თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში 7 იანვარს ტრადიციული „ალილო“ არ ჩატარდება

მისი თქმით, მოქალაქეებს შესაწირის მიტანა შეუძლიათ როგორც სამების ტაძარში, ისე რესპუბლიკის მოედანზე.

„ალილო წელს ცოტა სახეცვლილი იქნება. პანდემიიდან გამომდინარე, არ იქნება მსვლელობა... ვისაც ალილოსთვის შესაწირი სურს გაიღოს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ან სამების საკათედრო ტაძარში მოიტანონ, ან 7-ში [იანვარს], 12-დან 5 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე“, — აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისი თქმით, ეს შესაწირი დაურიგდებათ პატიმრებს, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს.

იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება, ხოლო სამების საკათედრო ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღამის 11:00 საათზე ეწვევა, რის შემდეგაც საშობაო ეპისტოლეს არქიდიაკონი წაიკითხავს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას შობის დღესასწაულზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს>>

მანამდე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა „ალილო“ სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ, მსვლელობა არ მოეწყობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

ყველა ახალი ამბავი
0