შობის ღამეს საშობაო ღვთისმსახურებას ილია მეორე აღასრულებს

© photo : Government of Georgia / FBკათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შობის დღესასწაული და „ალილო“, პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში მართლმადიდებლები 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — მაცხოვრის შობას აღნიშნავენ.

საშობაო სანთლები ფანჯარაში - Sputnik საქართველო
გამონაკლისი დაიშვება: შობის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა „ალილო“ სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ, მსვლელობა არ მოეწყობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რომელიც, მათ შორის, საღამოს 9 საათიდან ქუჩაში გადაადგილებას კრძალავს. თუმცა შობის ღამეს, გამონაკლისის სახით და ახალი წლის ღამის მსგავსად, ეს შეზღუდვა მოიხსნება.

საქართველოში „ალილოს“ ტრადიციას 15 საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ აღადგინა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0