ზესტაფონი

საეკლესიო კალენდარი: 31 დეკემბერი

150
(განახლებულია 23:31 30.12.2020)
ეკლესია 31 დეკემბერს მოწამეთა სებასტიანე სვინკლიტიკოსის, ნიკოსტრატეს, ზოეს, კასტორის, ტრანკვილინე ხუცის, მარკელინეს, მარკოზის, კლავდის, სიმფორიანეს, ტიბურტის, კასტულის, ღირსი ფლოროსის, ამიელი ეპისკოპოსის და ღირსი მიქაელ აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული

წმიდა მოწამე სებასტიანე გალიის ქალაქ ნარბონში დაიბადა, განათლება კი მედიოლანში მიიღო. თანამმართველი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს იგი სასახლის მცველთა რაზმს ედგა სათავეში. ახოვანი და ბრძენი სებასტიანე ყველას ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა. იგი ფარულად აღიარებდა მაცხოვარს და ბევრს იღვწოდა ქრისტესმიერი ძმების დასახმარებლად.

საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიან ძმებს - მარკელინესა და მარკოზს, რომლებიც თავდაპირველად მხნედ აღიარებდნენ ქრისტეს, წარმართი მშობლების: ტრანკვილინესა და მარკიას, მეუღლეების და შვილების ცრემლიანმა მუდარამ ქრისტესთვის წამების სურვილი გაუნელა. მაშინ წმიდა სებასტიანე მივიდა მეფის ხაზინადარის - ნიკოსტრატეს სახლში, სადაც ციხიდან განთავისუფლებული ქრისტიანი ძმები იმყოფებოდნენ. საღმრთო მადლით გაბრწყინებულმა, განამტკიცა ისინი და კვლავ მოწამეობრივი აღსასრულის სურვილი გააღვიძა მათში. მისმა სიტყვებმა იქ მყოფებზეც იმოქმედა. მათ ცხადად იხილეს, რომ წმიდანს არაამქვეყნიური ნათლით გაუბრწყინდა სახე, შემდეგ კი შვიდი ანგელოზი მიეახლა მას და სპეტაკი სამოსით შემოსა. ნიკოსტრატეს ექვსი წლის წინ დამუნჯებული მეუღლე ზოია ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს, თაყვანი სცა მას და განიკურნა. ზოიამ თქვა, რომ იხილა ანგელოზი გაშლილი წიგნით, საიდანაც სებასტიანე თავის ქადაგებას კითხულობდა.

ნიკოსტრატემ და მისმა მეუღლემ ნათლისღება ითხოვეს. წმიდა სებასტიანემ ნიკოსტრატეს ურჩია, ისე მოეწყო, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მონათლულიყო. მაშინ ამ უკანასკნელმა რომის ციხეების უფროსს კლავდიოსს სთხოვა, ყველა პატიმარი მის სახლში გაეგზავნა. პყრობილებთან საუბრისას სებასტიანე დარწმუნდა, რომ ყველანი ნათლისღების ღირსნი იყვნენ და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა. მამა პოლიკარპემ დამოძღვრა კათაკმევლები, მარხვა დაუწესა და გადაწყვიტა, წმიდა საიდუმლო საღამოს აღესრულებინა.

ამასობაში კლავდიოსმა ნიკოსტრატეს აუწყა, რომ რომის ეპარქი აგრესტიუსი მას თავისთან იხმობდა იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით გადაიყვანეს მის სახლში ტუსაღები. ნიკოსტრატემ კლავდის თავისი მეუღლის განკურნების შესახებ მოუთხრო, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა სებასტიანეს სნეულებით გვემული თავისი ძე - სიმფორიანე მიჰგვარა. საღამოს წმიდა პოლიკარპემ მონათლა მარკელინე, მარკოზი და მამა მათი ტრანკვილინე, ნიკოსტრატე ოჯახით, კლავდიოსი, მისი ძეები და, გარდა ამისა, თექვსმეტი მსჯავრდებული. ტრანკვილინე უკვე ძალიან მხცოვანი და დასნეულებული იყო. ნათლისღების წინ პოლიკარპემ მას ჰკითხა: „გწამს თუ არა, რომ მხოლოდშობილ ძეს ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს შეუძლია, ჯანის სიმრთელე დაგიბრუნოს და ცოდვები მოგიტევოს?“ ტრანკვილინემ მიუგო: „მრწამს, რომ ქრისტეს, ძეს ღვთისას და უფალს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვითხოვ მისგან - შეცოდებათა მიტევებას, ჩემს სნეულებაზე კი არც ვფიქრობ“. ნათლობის საიდუმლოს დაწყებისთანავე ტრანკვილინე სრულიად განიკურნა.

ეპარქის წინაშე წარმდგარმა ნიკოსტრატემ მოუთხრო მას, თუ როგორ მოაქცია სებასტიანემ ისინი ქრისტეს სარწმუნოებაზე. ნიკოსტრატეს სიტყვებმა აგრესტიუსსაც შეურყია რწმენა წარმართული ღვთაებებისადმი. მან წმიდა სებასტიანეს და ხუცეს პოლიკარპეს მოუწოდა, მოუსმინა მათ დამოძღვრას, რის შემდეგაც აღიარა ქრისტე და მოინათლა. ეპარქთან ერთად ნათელიღო მთელმა მისმა სახლეულმა, მათ შორის ძემ - ტიბურტიმაც. ახალმოქცეულთა რიცხვი ათას ოთხასამდე გაიზარდა. ქრისტიანთა რჩევით აგრესტიუსი ეპარქის თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს რომის ეპისკოპოსი იყო წმიდა გაიოზი (შემდგომ, 283-296 წლებში - რომის პაპი) მან აგრესტიუსი აკურთხა, რომ პოლიკარპესთან ერთად თავის მამულებში გამგზავრებულიყო იმ ქრისტიანებთან ერთად, რომელთაც მოწამეობის ძალა არ შესწევდათ. აგრესტიუსის ძეს, ტიბურტის სურდა, სისხლი დაეთხია ქრისტესთვის და რომში დარჩა, წმიდა სებასტიანესთან. მათთან დარჩნენ აგრეთვე მღვდელმთავარი გაიოზი, ხუცესი ტრანკვილინე, დიაკვნები მარკელინე და მარკოზი, ნიკოსტრატე, მისი მეუღლე ზოია და ძმა კასტორი, კლავდი, ძე მისი სიმფორიანე და ძმა ვიქტორინე. ყველა მათგანი ქრისტესათვის მოწამეობრივად აღესრულა.

ღირსი ფლოროსი - ამიელი ეპისკოპოსი

წმიდა ფლოროსი, ამიელი ეპისკოპოსი მართლმორწმუნე მშობლების, ფლოროსისა და ეფემიას ძე იყო. წმიდანმა კარგი განათლება მიიღო, რის შემდეგაც ბიზანტიის იმპერატორის კარზე დაიწყო სამსახური და პატრიციუსის ხარისხს მიაღწია. ფლოროსი დაქორწინდა და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ მთელი მისი ოჯახი ყვავილმა იმსხვერპლა. ნეტარი განერიდა ამსოფელს და კონსტანტინოპოლის გარეუბანს მიაშურა, სადაც კეთილმსახურებით ცხოვრობდა, მარტოობაში. მოგვიანებით წმიდა ფლოროსი ამიის (მცირე აზია) ეპისკოპოსად აირჩიეს. უფლის რჩეული ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და VII საუკუნის დასაწყისში მშვიდობით მიიცვალა.

ღირსი მიქაელ აღმსარებელი

ღირსი მიქაელ აღმსარებელი იერუსალიმში დაიბადა, ნეტარმა მამამ სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მქადაგებელმა, ამიტომ იერუსალიმის პატრიარქმა თომამ იგი დაიახლოვა და სვინგელოზად (საეკლესიო მმართველობის საქმეთა გამგედ) დაადგინა. მაშინ ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820) მეფობდა. პატრიარქმა მასთან ღირსი მიქაელი გააგზავნა წმიდა ძმებთან: თეოდორესთან და თეოფანესთან ერთად, რათა უსჯულო ხელისუფალს შეეწყვიტა მართლმადიდებელთა დევნა. იმპერატორმა წმიდა მიქაელი აწამა და გადაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნებული ღირსი მამა იმპერატორმა თეოფილემ (829-842) ხატთა თაყვანისცემისათვის კვლავ საწამებლად გადასცა. წმიდა მიქაელის თანამოსაგრეებმა - წმიდა თეოდორემ და თეოფანემაც სასტიკი სატანჯველები დაითმინეს: ჯალათებმა მათ სახეზე გახურებული შანთებით შეურაცხმყოფელი წარწერები ამოტვიფრეს. ამის გამო ძმებს „გამომეტყველნი“ ეწოდათ. ხელმეორედ გასამართლებული წმიდა მიქაელი თავის მოწაფესთან, იობთან ერთად პავეიადის მონასტერში გაგზავნეს. თეოფანეს გარდაცვალების შემდეგ იმპერატორმა თეოდორამ (842-855) ხატთაყვანისცემა აღადგინა, ხატმბრძოლთაგან დევნილი და გადასახლებული ქრისტიანები დააბრუნა და წმიდა მიქაელს შესთავაზა, პატრიარქის ტახტი დაეკავებინა გადაყენებული მწვალებელი მღვდელმთავრის, იოანე გრამატიკოსის ნაცვლად. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მაშინ ეკლესიის მესაჭედ მღვდელმთავარი მეთოდე დაადგინეს. ნეტარი მიქაელ აღმსარებელი სიკვდილის დღემდე სვინგელოზად მსახურობდა. 845 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

150
წითელი სოფლის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 20 იანვარი

121
(განახლებულია 23:44 19.01.2021)
მართლმადიდებელი ეკლესია 20 იანვარს აღნიშნავს კრებას წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.

იოანე ნათლისმცემელი

იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.

წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს – მღვდელმთავარს ზაქარიას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა წმიდანის დედა – კეთილმსახური ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სულიწმიდისაგან ახალმუცლადღებული ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში– ჩანასახშივე ხარობდა მხსნელის განკაცებით.

იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და აქ მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურებისათვის. „ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ველური”.

30 წლის იყო უფლის წინამორბედი, როცა ჰურიასტანის უდაბნოში გამოვიდა სინანულის საქადაგებლად, „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მთ. 3,2). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე საკუთარ ცოდვებს, ამხელდა ფარისევლებს და სადუკეველებს, მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი „განშორებულ” იყვნენ ღვთისაგან: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ”.

დიდი ხანი იყო, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თავისი რჩეული ერისთვის: უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი გასულიყო. ამიტომ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ. წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: „მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომელისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” იოანემ შორიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მომავალი „ტარიგი უფლისა”, თავმდაბლობით წინ აღუდგა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?” მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მოინათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

შემდეგ თვითონ იესო ქრისტემ დაამოწმა, რომ „არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ძე ღვთისაზე აღმატებულიაო, დაამატა: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს”.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა – გალილეის მთავრის ანტიპა ჰეროდიადას უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება: „სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა”.

იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. იგი არის მოძღვარი სინანულისა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

121

ნათლისღება: გასეირნება თბილისში იანვრის ცივ დილას ფოტო

312
(განახლებულია 17:17 19.01.2021)
  • მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს
  • მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს
  • დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს
  • ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს
  • მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ
  • შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება
  • ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას
  • მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის
  • ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ
  • პენსიონრებს  ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც
  • გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს
  • ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება
  • ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს
  • მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია
  • ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს
ნათლისღების დღესასწაულზე, 19 იანვარს ცივი ამინდი ყველასთვის ჩვეული მოვლენაა. როგორ გამოიყურება თბილისი ნათლისღების დილით – იხილეთ ჩვენს ფოტოკადრებში.

საქართველოში თვლიდნენ და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც მდინარე იორდანეს მაცხოვრის ნათლისღებისას. 

დღეს, 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

312
  • მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს

  • მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს

  • დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს

  • ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს

  • მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ

  • შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება

  • ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას

  • მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის

  • ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ

  • პენსიონრებს  ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პენსიონრებს ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც

  • გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს

  • ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება

  • ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს

  • მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია

  • ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილმა თაკო გაჩეჩილაძის ვაჟი მონათლა - ფოტოები ნათლობიდან

0
(განახლებულია 14:47 20.01.2021)
თაკო გაჩეჩილაძემ უმცროსი ვაჟი მონათლა. ნახეთ ნათლობის უსაყვარლესი ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მომღერლები ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობის მეგობრები არიან. გოგონები დღემდე მეგობრობენ. თაკო ნინის მეჯვარეც იყო, როდესაც მომღერალი რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე დაქორწინდა.

მას შემდეგ, რაც ნინიმ, ქრისტინემ და თაკომ ბორჯომში უქმეები გაატარეს, ნინიმ 19 იანვარს თაკოს უმცროსი ვაჟი ელია მონათლა.

ნინიმ ნათლობის ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა, სადაც ეკლესიაში ნათლობის პროცესია ასახული. ელიას ცნობილი ნათლიები - მომღერალი ნინი ბადურაშვილი და დიზაინერი ანუკა ქებურია ჰყავს.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილის დედა მაისში გახდა. მომღერალმა Instagram-ზე ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. თაკოს ორი შვილი - გოგონა გაბრიელა და ელია ჰყავს. მომღერალი სამი წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება