ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში

საეკლესიო კალენდარი: 11 დეკემბერი

83
(განახლებულია 00:29 11.12.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 დეკემბერს ღირსმოწამე და აღმსარებელ სტეფანე ახლის, მოწამე ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის, მოწამეების: სტეფანეს, ბასილის, გრიგოლის, სხვა გრიგოლის, იოანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ღირსმოწამე სტეფანე ახალი 

ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი შეუსრულდათ, მადლიერმა დედამ ახალშობილი სტეფანე ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მიიყვანა აღსაზრდელად.

იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ.  საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) - მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა. უსჯულო თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელსაც სამასორმოცდათვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან.. ერეტიკოსთა ცრუკრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.

იმპერატორმა შეიტყო, რომ წმიდა სტეფანე ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდა მხარს. თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს.

ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა.

იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა, ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.

იმპერატორმა თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმიდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა.  ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს.

წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი

წმიდა მოწამე ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის ჟამს აღესრულნენ. სასტიკი წამების შემდეგ უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი 

წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი წმიდა ხატთა თაყვანისცემისთვის სტეფანე ახალთან ერთად იტანჯებოდნენ საპყრობილეში. ნეტარი მამის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინიც სიკვდილით დასაჯეს (+768).

83

ნათლისღება: გასეირნება თბილისში იანვრის ცივ დილას ფოტო

44
(განახლებულია 17:17 19.01.2021)
  • მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს
  • მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს
  • დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს
  • ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს
  • მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ
  • შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება
  • ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას
  • მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის
  • ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ
  • პენსიონრებს  ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც
  • გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს
  • ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება
  • ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს
  • მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია
  • ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს
ნათლისღების დღესასწაულზე, 19 იანვარს ცივი ამინდი ყველასთვის ჩვეული მოვლენაა. როგორ გამოიყურება თბილისი ნათლისღების დილით – იხილეთ ჩვენს ფოტოკადრებში.

საქართველოში თვლიდნენ და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც მდინარე იორდანეს მაცხოვრის ნათლისღებისას. 

დღეს, 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

44
  • მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს

  • მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს

  • დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს

  • ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს

  • მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ

  • შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება

  • ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას

  • მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის

  • ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ

  • პენსიონრებს  ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც
    © Sputnik / Goga Vardzieli

    პენსიონრებს ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც

  • გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს

  • ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება

  • ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს

  • მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია
    © Sputnik / Goga Vardzieli

    მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია

  • ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს
    © Sputnik / Goga Vardzieli

    ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს

გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

70
(განახლებულია 14:26 19.01.2021)
საქართველოში ითვლებოდა და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს მაცხოვრის ნათლისღებისას.

დღეს, 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც კი დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც ითვლებოდა და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც მდინარე იორდანეს მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — „ზღვაში შთაფვლა“ მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია არ შესრულდება კორონავირუსის პანდემიის გამო.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი, არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ ასეთ წესს: 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

70
 ქეთი ჟღენტი

„მინუს 18 გრადუსში...“ - ქეთი ჟღენტი მილიონერ ქმართან ერთად ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 12:42 19.01.2021)
მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ სად მოგზაურობს წყვილი და რა ხდება მათ თავს

მოდელი ქეთი ჟღენტი მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფება. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცივა ქალაქის ქუჩებში, სადაც ის თოშა ქებურიასთან ერთად სეირნობს.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს გასული წლის სექტემბერში მე­ო­რე შვი­ლი შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის მანამდე, 2018 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

„თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით Katie, marry me, გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა“, – იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება