წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 9 ნოემბერი

93
(განახლებულია 21:07 08.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის, მოწამეთა კაპიტოლინას და ეროტიდას, მარკოზისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik –საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი

წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი. გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.

წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა

წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ. წმიდა კაპიტოლინა ქრისტეს აღსარებისთვის დააპატიმრეს და მახვილით განგმირეს. როცა მისმა მსახურმა, წმიდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: მარკოზი და მისთანანი

წმიდა მოწამე მარკოზი სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად აზიაში ეწამა ქრისტეს აღსარებისთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმერთოებმა ისინი დახოცეს. წმიდანთა უხრწნელ ნაწილები შემდგომ კუნძულ თაზოსზე (თრაკიასა და ათონის კონცხს შორის) გადაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

93
თემები:
საეკლესიო კალენდარი (224)

თითქმის 100 წლის შემდეგ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ზარები დაირეკა

137
(განახლებულია 20:25 23.11.2020)
მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში სამრეკლო აღადგინეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ აჟღერდა ტაძარში ზარები გიორგობის დღეს.

ბოლშევიკებმა 1922 წელს სალოცავიდან ყველაფერი ძვირფასი გაიტანეს. 1930 წელს ტაძარი საერთოდ დაიხურა. რაც შეეხება სამრეკლოს, ზუსტად არ არის ცნობილი, რომელ წელს შეწყვიტა მან ფუნქციონირება. გამოდის, რომ დაახლოებით ასი წლის განმავლობაში ეკლესია უფუნქციოდ იყო. 

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში ტაძარს ტერიტორიის ნაწილი დაუბრუნდა, თუმცა მეორე ნახევარზე კოლეჯი გაიხსნა. 2015 წელს ეკლესიას უკვე მთელი ტერიტორია გადაეცა“, – განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ქართული დიასპორის პრეს-მდივანმა ანდრო ივანოვმა.

ახლა ზარებზე ამოტვიფრულია „23.11.20“ – ეს არის თარიღი, როდესაც სამრეკლოს აღდგენა დასრულდა.

137

როგორ აღნიშნავენ საქართველოში გიორგობას კორონავირუსის პანდემიის ფონზე ფოტო

48
(განახლებულია 16:22 23.11.2020)
  • ქაშვეთში დილის 9 საათიდან დაიწყო სადღესასწაულო ღვთისმსახურება
  • წმინდა გიორგის საქართველოს ზეციურ მფარველად მიიჩნევენ და განსაკუთრებულ პატივს სცემენ
  • სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დილიდანვე უამრავი ადამიანი ესწრებოდა
  • ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, ამიტომ დღეს ეკლესიებში ყველა მორწმუნე ვერ ახერხებს მისვლას
  • გიორგობა იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მის აღნიშვნაზე უარი არავის უთქვამს
  • თუმცა აუცილებელია პირბადეები და სოციალური დისტანციის დაცვა
  • ასე მიმდინარეობდა 23 ნოემბერს სადღესასწაულო ღვთისმსახურება ქაშვეთში
  • გიორგობა სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალური დასვენების დღეა
  • გიორგობას საქართველოშ 23 ნოემბერს და 6 მაისს აღნიშნავენ
  • გადმოცემით, გიორგობა წმინდა ნინომ შემოიღო. საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი, დავით აღმაშენებლის სულიერი მამის - არსენ იყალთოელის თქმით, წმინდა გიორგის ბიძაშვილი იყო
  • წმინდა გიორგი მიიჩნევა მეომრების, მიწათმოქმედების, მწყემსებისა და მოგზაურების მფარველად მიიჩნევა. მის ასხელზე ასევე ლოცულობენ დემონური ძალების განსადევნად
  • წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესიების უმეტესობა
  • გიორგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია უძველესი დროიდან. ასე ერქვა არაერთ ქართველ მეფეს თუ დიდებულს
  • წმინდა გიორგი იყო მხედარი, რომელმაც დაამარცხა გველეშაპი და ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. წმინდანი ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბზეც არის გამოსახული
ეკლესიებში მომლოცველებიც და სასულიერო პირებიც პირბადეს იყენებენ, ასევე ცდილობენ დისტანცია დაიცვან. ასე მიმდინარეობს გიორგობა საქართველოში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები ქაშუეთის ეკლესიიდან.

საქართველოში 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავენ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ქვეყანაში. დილის 9 საათიდან ქაშუეთის და სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო.

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მორწმუნეები ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირბადეს ატარებენ და სოციალური დისტანციის დაცვას ცდილობენ.

გიორგობა საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გიორგობას ქვეყანაში ორჯერ აღნიშნავენ – 23 ნოემბერს და 6 მაისს.

48
  • ქაშვეთში დილის 9 საათიდან დაიწყო სადღესასწაულო ღვთისმსახურება
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ქაშვეთში დილის 9 საათიდან დაიწყო სადღესასწაულო ღვთისმსახურება

  • წმინდა გიორგის საქართველოს ზეციურ მფარველად მიიჩნევენ და განსაკუთრებულ პატივს სცემენ
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    წმინდა გიორგის საქართველოს ზეციურ მფარველად მიიჩნევენ და განსაკუთრებულ პატივს სცემენ

  • სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დილიდანვე უამრავი ადამიანი ესწრებოდა
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    სადღესასწაულო ღვთისმსახურებას დილიდანვე უამრავი ადამიანი ესწრებოდა

  • ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, ამიტომ დღეს ეკლესიებში ყველა მორწმუნე ვერ ახერხებს მისვლას
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა, ამიტომ დღეს ეკლესიებში ყველა მორწმუნე ვერ ახერხებს მისვლას

  • გიორგობა იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მის აღნიშვნაზე უარი არავის უთქვამს
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    გიორგობა იმდენად მნიშვნელოვანი დღესასწაულია, მის აღნიშვნაზე უარი არავის უთქვამს

  • თუმცა აუცილებელია პირბადეები და სოციალური დისტანციის დაცვა
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    თუმცა აუცილებელია პირბადეები და სოციალური დისტანციის დაცვა

  • ასე მიმდინარეობდა 23 ნოემბერს სადღესასწაულო ღვთისმსახურება ქაშვეთში
    © Sputnik / STRINGER

    ასე მიმდინარეობდა 23 ნოემბერს სადღესასწაულო ღვთისმსახურება ქაშვეთში

  • გიორგობა სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალური დასვენების დღეა
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    გიორგობა სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალური დასვენების დღეა

  • გიორგობას საქართველოშ 23 ნოემბერს და 6 მაისს აღნიშნავენ
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    გიორგობას საქართველოშ 23 ნოემბერს და 6 მაისს აღნიშნავენ

  • გადმოცემით, გიორგობა წმინდა ნინომ შემოიღო. საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი, დავით აღმაშენებლის სულიერი მამის - არსენ იყალთოელის თქმით, წმინდა გიორგის ბიძაშვილი იყო
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    გადმოცემით, გიორგობა წმინდა ნინომ შემოიღო. საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელი, დავით აღმაშენებლის სულიერი მამის - არსენ იყალთოელის თქმით, წმინდა გიორგის ბიძაშვილი იყო

  • წმინდა გიორგი მიიჩნევა მეომრების, მიწათმოქმედების, მწყემსებისა და მოგზაურების მფარველად მიიჩნევა. მის ასხელზე ასევე ლოცულობენ დემონური ძალების განსადევნად
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    წმინდა გიორგი მიიჩნევა მეომრების, მიწათმოქმედების, მწყემსებისა და მოგზაურების მფარველად მიიჩნევა. მის ასხელზე ასევე ლოცულობენ დემონური ძალების განსადევნად

  • წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესიების უმეტესობა
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    წმიდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მის სახელზეა აგებული ქვეყანაში ეკლესიების უმეტესობა

  • გიორგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია უძველესი დროიდან. ასე ერქვა არაერთ ქართველ მეფეს თუ დიდებულს
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    გიორგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია უძველესი დროიდან. ასე ერქვა არაერთ ქართველ მეფეს თუ დიდებულს

  • წმინდა გიორგი იყო მხედარი, რომელმაც დაამარცხა გველეშაპი და ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. წმინდანი ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბზეც არის გამოსახული
    © Sputnik / Vladimir Umikashvili

    წმინდა გიორგი იყო მხედარი, რომელმაც დაამარცხა გველეშაპი და ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა. წმინდანი ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბზეც არის გამოსახული

მატარებელი რკინიგზის სადგურში

„საქართველოს რკინიგზა“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის

0
იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ თანხას სრულად დააბრუნებს

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაზიდვების განრიგს ცვლის, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობის განრიგი

კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ მგზავრებს, რომლებმაც ბილეთები ადრე შეიძინეს და გამგზავრება ახალი განრიგის მიხედვით არ შეუძლიათ, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. „საქართველოს რკინიგზა“ ბილეთის ღირებულებას სრულად დააბრუნებს. 

კომპანიაში მგზავრებს აფრთხილებენ, რომ მატარებელში ყველა მგზავრმა დადგენილი რეგულაციები უნდა შეასრულოს.

„Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და  მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

0
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში