მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს

საეკლესიო კალენდარი: 5 ნოემბერი

134
(განახლებულია 07:45 05.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ნოემბერს წმიდა მოციქულ იაკობის და წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა 

წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების ძე იყო. გადმოცემით, წმინდანი თან ახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). წმინდანი ისეთი გულმოდგინე მლოცველი იყო, რომ ხშირი მეტანიებისგან კანი მუხლისთავებზე აქლემის ტყავივით გაუუხეშდა. ასეთი კეთილმსახური ცხოვრებისათვის მთელი ერი იაკობს მართალს ეძახდა. იუდეველთა უხუცესებს შორისაც ნეტარი ისეთი პატივით სარგებლობდა, რომ მღვდელმთავარმა მას ერთადერთს მისცა იერუსალიმის ტაძრის შიდა ნაწილში - წმიდათა წმიდაში შესვლის უფლება, სადაც უფლის რჩეული ლოცვისთვის განმარტოვდებოდა ხოლმე. როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმიდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, წმინდანი უფლის განსაკუთრებული გამოცხადების ღირსი შეიქნა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა ეკლესიის სვეტად მიჩნეული მოღვაწე დაადგინეს იერუსალიმის პირველ მღვდელმთავრად. იგი ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა.

წმიდანის ქადაგების გავლენით მრავალი ებრაელი მოექცა ქრისტიანობაზე. ყოველივე ამან შური და გულისწყრომა აღძრა იუდეველ უხუცესებში, რომელთაც უფლის რჩეულის დაღუპვა განიზრახეს. ერთხელ, როცა რომაელი მმართველი იერუსალიმიდან გავიდა, ქრისტეს მტრებმა ისარგებლეს შემთხვევით, მღვდელმთავარი იაკობი ძალით აიყვანეს ტაძრის გუმბათზე და მოსთხოვეს, პასექთან დაკავშირებით შეკრებილი ერის წინაშე უარეყო ქრისტე. მათი მოთხოვნის საპირისპიროდ, წმიდანმა ახოვნად იქადაგა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა. მაშინ მრავალმა იქ მყოფმა ირწმუნა მაცხოვარი, მწიგნობრები და ფარისევლები კი  გააფთრებით მიეჭრნენ წმიდა მამას და ძირს ჩამოაგდეს, მიწას დანარცხებული და სასიკვდილოდ დაშავებული წმინდა იაკობი უცებ არ გარდაცვლილა. მან უკანასკნელი ძალების მოკრებით მუხლი მოიყარა და მხურვალედ შესთხოვა უფალს, შეენდო მისი მტრებისათვის. უღმერთოებმა ქვები დააყარეს მარტვილს. ერთი ქვა მას თავში მოხვდა და სიცოცხლე მოუსწრაფა. ეს მოხდა იუდეველთა ომის დაწყებამდე (62-66 წლებს შორის) ცოტა ხნით ადრე, როცა იაკობ მოციქული ოთხმოცდათექვსმეტი წლისა იყო. ნეტარის მოწამეობრივმა სიკვდილმა ებრაელებზე ისეთი დიდი გავლენა იქონია, რომ ეს ომი, მის შემდგომ დაწყებული ბრძოლა რომაელებთან (66-70 წწ) და მათი თანმხლები უბედურებანი ამ ცოდვისათვის სასჯელად მიიჩნიეს.

წმიდა მოციქულ იაკობს ეკუთვნის ახალი აღთქმის კათოლიკე ეპისტოლე. მასვე მიეწერება შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონისა, რომელიც საფუძვლად დაედო ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ზოგი ცნობით, წმიდა მოციქულის ნაწილები რომში, თორმეტი მოციქულის ტაძარში ინახება. ზოგი მათგანი 1853 წელს ალექსანდრიელ პატრიარქ იეროთეოსს მოსკოვში გაუგზავნია.

წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი

წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (847-857; 867-877), ერისკაცობაში - ნიკიტა, სამეფო გვარის ჩამომავალი იყო. როცა მისი მამა, იმპერატორი მიხეილ I (811-813) ლეონ სომეხმა (813-820) ტახტიდან ჩამოაგდო, ყრმა ეგნატე მონასტერში გამოამწყვდიეს. მონასტერში ცხოვრებამ წმიდანი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში განამტკიცა. მალე იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა დადგენილი.

იმპერატორ მიხეილ III-ის (855-867) არასრულწლოვნების ჟამს ქვეყანას განაგებდა მისი ბიძა - უღმრთო და უზნეო ბარდა. წმიდა პატრიარქი ამ უკანასკნელს შეაგონებდა, დაეგდო ცოდვილი ცხოვრება და ამხელდა მის უსჯულოებას. როცა ბარდამ მღვდელმთავარს წმიდა დედოფალ თეოდორას მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, რომ ამ გზით იგი ქვეყნის მმართველობისგან ჩამოეშორებინა, წმიდა ეგნატე არ დაჰყვა ბარდას ნებას და განაყენა იგი ზიარებისგან.

თხუთმეტი დღე აწამებდნენ პატრიარქს და აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხარისხზე, შემდეგ კი კუნძულ ტერებინზე გადაასახლეს. იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) დროს წმიდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წლის მანძილზე მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+877-878).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

134
თემები:
საეკლესიო კალენდარი (225)
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 26 ნოემბერი

107
(განახლებულია 09:09 26.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ნოემბერს წმიდა იოანე ოქროპირის, მოწამეთა: ანტონინეს, ნიკიფორეს და გერმანეს და მანეფას ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე ოქროპირი

წმიდა იოანე ოქროპირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭერვმეტყველობითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინაამღდეგებოდა ადამიანებს (ორივეს საეკლესიოს და საეროს) ვინც უღირსად იყენებდა თანამდებობას. ასევე “იოანე ოქროპირის ლიტუგიით” და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით. მისი გარდაცვალების შემდგომ 407 წელს (ზოგი წყაროს თანახმად) მას მიენიჭა სახელი Χρυσόστομος (ხრისოსტომოს), ბერძნულად, რაც ნიშნავს “ოქროპირს.”

წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა.

381 წელს იოანე ეკურთხა დიაკვნად წმინდა მელიტიუს ანტიოქიელის მიერ, რომელიც იმ დროს არ იყო ზიარებაში ალექსანდრიასთან და რომთან. მილიტიუსის გარდაცვალების შემდეგ მან თავი აარიდა პაულინიუსთან (ვინც იყო მეტოქე მილიტიუსის)ბრძოლას, მაგრამ პაულინიუსის გარდაცვალების შემდგომ იგი ეკურთხა მღვდლად 386 წელს ევაგრეს პაულინიუსის მემკვიდრის მიერ, თითქოს თავის მოვალეობისთვის იყო გაჩენილი, რომ გაეერთებინა ანლექსანდრიისა და რომის საპატრიარქოები ანტიოქიასთან, რამაც განაპირობა პირველად 70 წლის განმავლობაში გაერთიანება ამ სამი საპატრიარქოსი.

ანტიოქიაში 12 წლის განმავლობაში (386-397) მან სახელი გაითქვა თავისი მჭერმეტყველური ქადაგებებით, ოქროს ეკლესიაში, რომელიც იყო ანტიოქიის საკათედრო ტაძარი. მრევლს განსაკუთრებით მოსწონდა მისი ნიჭი ბიბლიის განმართების და მორალური სწავლების გადმოცემის. ყველაზე ძვირფასი მისი ნაშრომებიდან არის “ქადაგებანი” სხვადასხვა თემებზე ბიბლიიდან. იგი თვითონ არ წერდა, მის ქადაგებებს მონაზვნები იწერდნენ. იგი ხაზს უსვამდა მოწყალების გაცემას, და გაჭირვებულთა დახმარებას. წმინდა იოანე საჯაროდ ამხელდა სიმდიდრის მქონე ადამიანებს ვინც არასწორად იყენებდა სიმდიდრეს მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისათვის.

 

წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე

წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე პალესტინის კესარიაში ეწამნენ ქრისტესთვის 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე მანეფა

წმიდა მოწამე მანეფა კესარიის პალესტინაში ეწამა 307-308 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. მას უპატიოდ, ცემა-ტყეპით დაატარებდნენ ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

107
დაკეტილი ეკლესია

„თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, სახლში დარჩით“ საქართველოს საპატრიარქომ მრევლს მიმართა

73
(განახლებულია 20:42 25.11.2020)
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აღნიშნეს, ზიარების შემთხვევაში სასულიერო პირი თავად მივა მორწმუნეებთან სახლში.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც მორწმუნეებს მოუწოდებენ, ტაძრებში იარონ პირბადით და დაიცვან დისტანცია, ხოლო იმან, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს, ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავოს.

„ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია“ - პაატა იმნაძე ეპიდსიტუაციაზე საუბრობს >>

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსი მეუფე ლაზარე გარდაიცვალა.

მანამდე რთული ეპიდვითარების გამო საპატრიარქომ გააუქმა ტრადიციული სახალხო მსვლელობა ასი ათასი მოწამის ხსოვნის დღეს, რომელიც ყოველწლიურად 13 ნოემბერს თბილისში, მეტეხის ხიდზე იმართება.

25 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან უკვე თითქმის 115 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 085 ადამიანი.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

73
თემები:
COVID-19 საქართველოში

ამერიკელმა სამხედროებმა ყირიმთან ახლოს სარაკეტო სროლები განახორციელეს

0
(განახლებულია 23:18 26.11.2020)
აშშ-ისა და რუმინეთის სამხედროებმა სარაკეტო სროლები მოაწყვეს ყირიმის სიახლოვეს. სასწავლო სროლები შავ ზღვაზე ერთობლივი სწავლება Rapid Falcon-ის („სწრაფი მიმინო“) ფარგლებში განხორციელდა

სამხედროები შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის ორი რეაქტიული სისტემის დანადგარ M142 HIMARS-იდან ისროდნენ. ისინი სპეციალურად რამდენიმე საათით გადაისროლეს გერმანიიდან რუმინეთის პოლიგონზე. დასავლურ მედიაში მანევრებს რუსი სამხედროებისთვის „სარაკეტო სიურპრიზი“ უწოდეს, მაგრამ მოსკოვში ამ ფორმულირებას არ ეთანხმებიან. ექსპერტებს მიაჩნიათ,რომ არანაირ სიურპრიზზე ლაპარაკიც კი არ არის: სამხედრო ტექნიკის გადასროლას ყოველთვის თვალს ადევნებენ. თანაც შავი ზღვის რეგიონში რუსეთს რადიოტექნიკური დაზვერვის სადგურები აქვს. ჩატარებული მანევრები სხვა არაფერია, თუ არა ამერიკელი სამხედროების მორიგი პროვოკაცია, რომელიც ფაქტობრივად რუსეთს კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ თავად აშშ-სა და მის მოკავშირეებს.  

0