გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 1 ივნისი

134
(განახლებულია 08:33 01.06.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე საეკლესიო კალენდარში ასევე არის მღვდელმოწამე პატრიკიოსის და  მასთან სამი ხუცესის, მოწამე კალუთა ეგვიპტელის,  წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის და დიმიტრი დონელის ხსენების დღე.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში 

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.

წმიდა ნინოს ხსენება საქართველოში წელიწადში ორჯერ აღნიშნება: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო  27 იანვარს - გარდაცვალება.

მღვდელმოწამე პატრიკიოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრი და პოლიენოსი

წმიდა პატრიკიოსი იყო ბითვინიის პრუსიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენოსთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს იულიუსს წარუდგინეს.

იულიუსმა მსხვერპლი შესწირა კერპებს და წმიდა პატრიკიოსს და სხვა პყრობილებსაც იგივე უბრძანა.წმიდა პატრიკიოსმა უპასუხა: მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტესო.

განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისთვის.

 მოწამენი აღესრულნენ 100 წელს.

მოწამე კალუთა ეგვიპტელი 

წმიდა მოწამე კალუთა ეგვიპტელი (284-308) ქალაქ თებედან იყო. ქრისტეს აღსარებისათვის იგი შეიპყრეს და ქალაქის მთავარს მიჰგვარეს. მისი ბრძანებით წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, მძიმე ქვა გამოაბეს ყელზე და სასტიკად ცემეს. ქრისტეს ტარიგი ღვთის სადიდებლად ითმენდა სატანჯველს. შემდგომ კალუთა ჩამოხსნეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა წარმართებმა იგი ცეცხლში დაწვეს. წმიდა კალუთა ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის, დიოკლეტიანეს თანამმართველის დროს.

იოანე გუთელი ეპისკოპოსი

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.

დიმიტრი დონელი

დიმიტრი დონელი იყო მოსკოვის დიდი მთავარი 1359-1389 წლებში. ივანე II-ის და ალექსანდრა ივანეს ასული ველიამიანოვას შვილი. 

დიმიტრი დონელმა  მრავალი ომი გადაიხადა შინაურ და გარეშე მტრებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს, სადაც რუსეთის ლაშქარი დაუპირისპირდა თათართა ურდოს მამაის წინამძღოლობით.

კულიკოვოს ბრძოლაში თათრებმა სამარცხვინო დამარცხება იგემეს, რითაც საფუძველი შეერყა მათ ბატონობას რუსეთში.

ბრძოლის შემდეგ დიმიტრი დონელი ჭრილობებით დასერილი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მაგრამ ცნობამ გამარჯვების შესახებ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა მას.

ხალხმა მას დონის პირას მოპოვებული დიდი გამარჯვებისათვის „დონელი“ უწოდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

134
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (135)
გელათის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 30 სექტემბერი

98
(განახლებულია 08:53 30.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 სექტემბერს მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი, თეოდოტიას, და აღათოკლიას, წმიდა 156 მოწამეთა: პელის და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცის, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო 

კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ისინი ქრისტიანობისთვის ეწამნენ.

წმიდა მოწამე თეოდოტია 

წმიდა მოწამე თეოდოტია, წარმოშობით კაბადოკიელი, ქალაქ ნიკეაში ეწამა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი დანიშნეს, მას მოახსენეს, რომ მდიდარი ქალბატონი თეოდოტია ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო მაცხოვრის მსასოებელს და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას. მაგრამ რომ ვერ შეძლო მისი დაყოლიება, წმინდანი სასტიკად აწამა და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ.(დაახლ. 230)

წმიდა მოწამე აღათოკლია

წმიდა მოწამე აღათოკლიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტესმოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი .უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა.

წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი

წმიდანი ასორმოცდათექვსმეტი მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, იყვნენ მათ შორის პალესტინელებიც. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა: ნეტარებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს... ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი - დაწვეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

98
თემები:
საეკლესიო კალენდარი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 29 სექტემბერი

121
(განახლებულია 08:12 29.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 სექტემბერს ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, მოწამეთა სებასტიანას, მელიტინას, ღირსი დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოის, და მოწამე ლუდმილას, ჩეხეთის დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი

წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს.

ნიკიფორემ პატივით მიიწვია მთელ თეოდოსიპოლელ (კარნუელ) დიდგვაროვანთა წრეში გამორჩეული და პატივცემული ძმები. ერთი ძმა მაშინვე გაემგზავრა, წვრილშვილიანი იოსები კი მოუცლელობის გამო თეოდოსიპოლში დარჩა და წმიდა ისააკიც თავისთან დატოვა.

თეოდოსიპოლის ამირამ შეიტყო ძმების განზრახვა და სახლიკაცის კონსტანტინეპოლში წასვლის მიზეზი გამოჰკითხა ისააკს და იოსებს. ძმები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგა და ამირას გამოგაზავნილებს მიუგეს, რომ ძმათაგან ერთის ბიზანტიაში წასვლის მიზეზი მათი ქრისტიანობა იყო. ჭაბუკთა კადნიერებამ ამირა განარისხა და ბრძანა, მახვილით განეგმირათ წმიდა ისააკი და იოსები.

ქალაქის ეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ პატივით მიაბარეს წმიდათა გვამები მიწას.  (+808)

წმიდა დიდმოწამე ეფემია

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.

წმიდა მოწამე სებასტიანა 

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ მმართველის ბრძანებით,  თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე მელიტინა

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო . ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა.

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).

წმიდა მოწამე ლუდმილა

წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ. გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

121
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ვერა ქობალია

ვერა ქობალიას ულამაზესი შვილი ჰყავს - ნახეთ გოგონას ფოტოები

0
(განახლებულია 12:23 30.09.2020)
ნახეთ როგორ ცხოვრობს ერთ-ერთი ულამაზესი ექს-მინისტრი კანადაში და რა ლამაზი შვილი ჰყავს, რომელიც პოლიტიკოსს 7 წლის წინ შეეძინა

მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, ვერა ქობალია სოციალურ ქსელში კვლავ აქტუაური გახდა.

View this post on Instagram

We got marbled 🌈 @bumbershoot @pandora

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

სააკაშვილის თქმით, ვერა ქობალია 300 მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი გახდა, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში და ძალიან წარმატებული ბიზნესმენია კანადაში.

მუშაობს ინოვაციების სფეროში და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი. ექს-პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელისუფლების დაბრუნების პირობებში, ვერ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში.

View this post on Instagram

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

ვერა ქობალია სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურია. ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს კანადაში და პირადი ხასიათის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.

View this post on Instagram

Music is Life 🎶 Bumbershoot Music Festival #Seattle #LabourDayWeekend 🇺🇸

A post shared by Vera Kobalia (@verakobalia) on

მისი მე­უღ­ლე, არ­ქი­ტექ­ტო­რი და­ვით კურ­ცხა­ლი­აა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა ქო­ბა­ლი­ამ აღნიშნა, და­ვით კურ­ცხა­ლი­ას არას­დროს უმუ­შა­ვია სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, ის კერ­ძო ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და მათ ერ­თმა­ნე­თი გუ­და­ურ­ში, მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნეს.

 

 

2013 წლის მაისში წყვილს ანასტასია კუირცხალია შეეძინათ. გოგონა უკვე 6 წლისაა. როგორც პოლიტიკოსის „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახი ხშირად მოგზაურობს ბავშვთან ერთად.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება