სამება

საეკლესიო კალენდარი: 16 მაისი

178
(განახლებულია 09:11 16.05.2020)
16 მაისს საქართველოს მართლმაადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. მამაჲ კათალიკოსისა; ღირსთა: მიქაელ და არსენ ულუმბოელთა ; მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი ; ღირსისა პეტრე საკვირველთმოქმედისა, არგოსელი ეპისკოპოსისა ; ღირსისა თეოდოსისა, კიეველი იღუმენისა .

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მამაჲ კათოლიკოსი

საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.
ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.
წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“.

წმიდა მოწამენი ტიმოთე და მავრა

მოწამეობრივ აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.

ხანგრძლივი წამების შემდეგ არიანეს ბრძანებით წმიდანები ჯვარზე გააკრეს. მეათე დღეს მოწამენი აღესრულნენ. ეს მოხდა 286 წელს. მოგვიანებით კონსტანტინეპოლში აშენდა მათი სახელობის ტაძარი და დადგინდა მათი ხსენების დღე.

ღირსი თეოდოსი იღუმენი რუსეთის სამონასტრო წესდების დამაარსებელი და მონაზვნობის ფუძემდებელი

 1054 წელს ღირს თეოდოსის მღვდელმონაზვნად დაასხეს ხელი, 1057 წელს კი იღუმენად აირჩიეს. მისმა მოღვაწეობამ მრავალი ბერი შეკრიბა სავანეში. მან ააშენა ახალი ეკლესია და შემოიღო სტუდიონის მონასტრის წესდება. იღუმენის ხარისხში მყოფი ღირსი თეოდოსი ყველაზე მძიმე მორჩილებაში იყო. ის ჩვეულებრივ, მხოლოდ პურს და მწვანილს ჭამდა, ღამეებს კი ლოცვაში ათევდა. ღირსი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გაჭირვებულებზე. წმიდა თეოდოსიმ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი და აღესრულა 1074 წელს. ის დაკრძალეს მის მიერვე გათხრილ მღვიმეში, სადაც დიდმარხვას ატარებდა ხოლმე. 1091 წელს აღმოიყვანეს წმიდანის უხრწნელი ნაწილები. 1108 წელს მოხდა მისი კანონიზაცია.

ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი, არგოსის ეპისკოპოსი ცხოვრობდა IX-X საიკუნეში

ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა პეტრე გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივ-ობლებზე ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპოლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.

ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი

იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.
როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

178
თემები:
საეკლესიო კალენდარი (121)
სამების ბაღის მებაღეები მოლზე ისვენებენ

საეკლესიო კალენდარი: 4 ივნისი

119
(განახლებულია 23:53 03.06.2020)
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 4 ივნისს მოწამეების ბასილისკოს, კომანში წამებულს და სერბეთის მთავრის იოანე-ვლადიმერის, იხსენიებს

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
საეკლესიო კალენდარში 4 ივნისი არის მეორე მსოფლიო კრების ხსენების დღეც.  

მოწამე ბასილისკო, კომანში წამებული

წმიდა მოწამე ბასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის.

წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს., მოგვიანებით კი მმართველ აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს.

 წმიდა ბასილისკო აღესრულა 308 წელს.

მოწამე იოანე-ვლადიმერი - სერბეთის მთავარი

წმიდა მოწამე იოანე-ვლადიმერი სერბეთის მთავარი ( 1015) ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კარებთან 1015 წლის 22 მაისს. წმიდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.

მეორე მსოფლიო კრება        

მეორე მსოფლიო  საეკლესიო კრება 381 წელს ქალაქ კონსტანტინეპოლში, ,რომის იმპერატორის თეოდოსის ბრძანებით ჩატარდა

კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები.

კრება გაიხსნა წმინდა მელეტი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავმჯდომარეობა დაევალა გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს.

კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, განიხილა და დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმინდაარის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად იდიდება.

მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

119
თემები:
საეკლესიო კალენდარი (121)
ღვთისშობლის ხატი სამებაში

საეკლესიო კალენდარი: 3 ივნისი

213
(განახლებულია 08:12 03.06.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივნისს მოციქულთასწორ კონსტანტინე და ელენეს იხსენიებს და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მოციქულთასწორნი კონსტანტინე და ელენე

კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი მას კონსტანტინე დიდი ეწოდა.

იმ დროს რომის იმპერია ორ - დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა.

წმიდანის დედა  ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე სხვა ხელისუფალნი: დიოკლეტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევრებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს.

ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები.

რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.

წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა.

წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.

ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.

ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა.

იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.

ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა.

450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის დროს ხატი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, მაგრამ XII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლიდან კიევში წაიღეს.

1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას დაგასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო დაეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

213
თემები:
საეკლესიო კალენდარი (121)