გახარიამ კათოლიკურ, სომხურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

გამოწერა
დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კათოლიკურ, სომხურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ. მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს – ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით. #დარჩითსახლში“, - ნათქვამია გახარიას მისალოც ბარათში.
კათოლიკური აღდგომა - Sputnik საქართველო
კათოლიკური აღდგომა 2019: ტრადიციები , ადათ-წესები, განსხვავებები

დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის თარიღს კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთნაირი წესით განსაზღვრავენ, მართლმადიდებლების და კათოლიკეების აღდგომის თარიღები განსხვავდება და ამის მიზეზი გრიგორიანულ და იულიუსის კალენდრებში არსებული სხვაობაა. თარიღებს შორის განსხვავება ზოგჯერ ერთ კვირას შეადგენს, ზოგჯერ რამდენიმეს, ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა კიდეც. მაგალითად ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომის თარიღები 2017 წელს დაემთხვა.

2020 წელს კათოლიკური ეკლესია აღდგომას 12 აპრილს იზეიმებს, ხოლო მართლმადიდებელი კი ერთი კვირის შემდეგ - 19 რიცხვში.

 

ყველა ახალი ამბავი
0