მეუფე გრიგოლი: ზიარებაზე განსხვავებული აზრი სასულიერო პირებს შორისაც არსებობს

© photo: Diocese of Poti and Khobi / FBწმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი ფოთში
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეუფე გრიგოლის განმარტებით, შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვაზე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სომხური ეკლესია სურბ გევორგი - Sputnik საქართველო
დახურულ კარს მიღმა: საქართველოს სომეხთა ეპარქია სასულიერო რიტუალების ფორმატს ცვლის

საპატრიარქოში განმარტავენ, სინოდი ეთანხმება იმას, რომ მორწმუნეებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები უნდა დაიცვან. თუმცაღა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომელიც დიდმარხვას ემთხვევა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული იქნება და მორწმუნეებისათვის წირვაზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია.

მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მისი განმარტებით, შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც.

„ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
ანტებული სანთლები - Sputnik საქართველო
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა

მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ.

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში სამების საკათედრო ტაძრიდან მიმდინარეობს წირვის ტრანსლაცია. მორწმუნეები ესწრებიან წირვას, იცავენ დისტანციას, თუმცა პირბადე არავის უკეთია.

საქართველოს სომეხთა ეპარქია  საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სასულიერო რიტუალებსა და ცერემონიებს შეცვლილი ფორმატით ჩაატარებს. ეკლესიაში ბზობის, ვნების კვირის მნიშვნელობისა და იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისადმი მიძღვნილი ცერემონიები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. მრევლს შეეძლება წირვას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული დინამიკების საშუალებით მოუსმინოს ან უყუროს ონლაინ, პირდაპირი ტრანსლაციით.

მორწმუნეები ტაძარში - Sputnik საქართველო
ქართული ეკლესიის დასავლეთ ევროპული ეპარქია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, იქ აცხადებენ, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება და ეკლესია ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

29 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 90 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 16. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4695, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0