წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 1 დეკემბერი

66
(განახლებულია 09:10 01.12.2019)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 1 დეკემბერს მოწამე პლატონის, მოწამეთა რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის, მოწამეთა ზაქეს, ღადარინელი დიაკონის და ალფესის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე პლატონი 

წმიდა მოწამე პლატონი, წმიდა მოწამის, ანტიოქე მკურნალის ძმა იყო, ის დაიბადა გალატიის ანკვირიაში, კეთილმსახური მშობლების ოჯახში. მან სიყმაწვილეშივე დატოვა მშობლიური სახლი და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: ნეტარი ქალაქ-ქალაქ დადიოდა, სულიწმიდის მადლით აღვსილი, ქადაგებდა სახარების სწავლებას წარმართთა შორის და მსმენელებს აოცებდა დამაჯერებელი მჭევრმეტყველებითა და ელინურ მწიგნობრობაში ღრმა განსწავლულობით. ამისთვის იგი შეიპყრეს და ზევსის ტაძარში მიიყვანეს, მმართველ აგრიპინას სამსჯავროზე. მსაჯული თავდაპირველად ეცადა, ლიქნით დაეყოლიებინა წმიდანი ქრისტეს უარყოფაზე , მაგრამ რომ ვერ შეძლო, ნეტარი პლატონი ჯერ დაუნდობლად აწამეს, ხოლო შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული

მიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.
ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა. მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: „მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ - „იესო ქრისტეს“, - უპასუხა ნეტარმა. გაბრაზებულმა მტარვალმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია.  წმიდა რომანოზს კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ უეცრად ძლიერმა წვიმამ კოცონი ჩააქრო. ბოლოს მტარვალის განკარგულებით წმიდანი ჩამოახრჩვეს (+303).

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფეს მედავითნე - კესარიელი

წმიდა მოწამე ზაქე, ღადარინელი დიაკონი და ალფესი - კესარიელი მედავითნე ხორციელი ნათესავები იყვნენ. ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამნენ ქრიტიანობისთვის.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

66

მარიამობის მარხვა რა შეგვიძლია მივირთვათ

31
(განახლებულია 09:03 14.08.2020)
მარიამობის მარხვა წინ უსწრებს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 28 აგვისტოს აღნიშნავს. მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 27 აგვისტოს მთავრდება.
მარიამობის მარხვა
© Sputnik /

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი და ამ დღეებს მართლმადიდებელი ეკლესია მარხვით ხვდება.

აღნიშნული მარხვა მძიმეა მორწმუნეებისთვის. თევზით ხსნილი მხოლოდ ფერიცვალებას, 19 აგვისტოსაა. თავისი მნიშვნელობით იგი საშობაო და პეტრეპავლობის მარხვაზე აღმატებულია.

ამ დღესვე ტარდება წყალკურთხევის (მცირე აიაზმა) ცერემონიალიც.

 

31
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 14 აგვისტო

159
(განახლებულია 16:16 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს.

ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა  ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.

უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.

სოლომონია და მისი შვიდი ვაჟი მაკაბელნი

ანტიოქემ, რომელიც სირიასა და პალესტინაში მეფობდა, დაიპყრო  იერუსალიმი.  სამი დღის განმავლობაში ოთხმოცი ათასი კაცი ამოჟლიტეს, ორმოცი ათასი კი ტყვედ წაიყვანეს.

მალე ანტიოქემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მის მიერ დაპყრობილ ხალხს კერპთაყვანისმცემლობა უნდა მიეღო.

მეფემ იერუსალიმში საიმედო დიდებულები გამოგზავნა, რათა მათ ებრაელები აეძულებინათ, შეესრულებინათ წარმართული წესები, განსაკუთრებით კი – ეჭამათ ნაკერპავი ღორის ხორცი, რომლის ჭამას მათ მოსეს კანონი უკრძალავდა.

ამ დროს დედასთან ერთად შეიპყრეს შვიდი ძმა და ცნობილი წარმომავლობის გამო მეფეს მიჰგვარეს,

ეს ძმები იყვნენ იერუსალიმში მოწამებრივად აღსრულებული სჯულისმეცნიერის – ელეაზარის მოსწავლეები. მათ კარგად ახსოვდათ მოძღვრის დარიგებანი; ამიტომაც მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე და არ სურდათ სჯულის დარღვევა. შვიდივე ძმა წამებით აღესრულა. სოლომონია კი შვილების ნატანჯ სხეულებთან დადგა, ხელები ცისკენ აღმართა, სიხარულის ცრემლებით სავსემ ილოცა და უფალს მიაბარა სული( 166 წ. ქრისტეს შობამდე)

მაკაბელთა სისხლმა უფლის წყალობა მოუტანა ებრაელ ხალხს. მან მიუტევა მათ შეცოდება და მამაცი მხედარი – იუდა მაკაბელი მოუვლინა, რომელმაც დაამხო ანტიოქე, განდევნა მისი მხედართმთავრები და იერუსალიმის ტაძარი ბილწი კერპებისაგან განწმინდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

159
თემები:
საეკლესიო კალენდარი
კორონავირუსის პანდემია

კორონავირუსი მსოფლიოში 14 აგვისტოს მონაცემები

0
(განახლებულია 10:56 14.08.2020)
ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით დაინფიცირდა 276 389 ადამიანი და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 20,5 მილიონს მიუახლოვდა.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 აგვისტოს დილისთვის 20 439 814 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 744 385, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 10 950 220 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 668 652. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 276 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 933 ადამიანი.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 20 764 220 შემთხვევა და გარდაცვლილია 752 893 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1306 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში