მორწმუნეები სამების ტაძრის კედლებთან

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის

102
თუ არ გვიყვარს ადამიანი, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ უფალს, რომელსაც ვერ ვხედავთ, ბრძანა მღვდელმსახურმა

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა დღეს ჩაატარა არა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, არამედ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა, რომელმაც მრევლს მეორედ მოსვლისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

„წმინდა წერილში ნათქვამია, რომ დღე უკანასკნელი მოვა, როგორც ქურდი. ეს შეიძლება მოხდეს დღეს, ხვალ ან ასწლეულების შემდეგ. ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მზად უფალთან შესახვედრად“, - ბრძანა იოვანე მჭედლიშვილმა.

მამა იოვანეს თქმით, თუ ადამიანებს არ უყვართ კაცი, რომელსაც ხედავენ, როგორ შეიყვარებენ ისინი უფალს, რომელსაც ვერ ხედავენ.

დღევანდელ ღვთისმსახურებას არ ესწრებოდნენ არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, არც მეუფეები.

საქართველოს პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებისთვის დალოცა >>

შაბათს, გიორგობის საზეიმო წირვაზე ილია მეორემ დალოცა ყველა ის ადამიანი, ვისაც სამების ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ტაძრისთვის გაღებული შემოწირულობებისთვის განსაკუთრებული დალოცვა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაიმსახურა.

102

მარიამობის მარხვა რა შეგვიძლია მივირთვათ

120
(განახლებულია 14:43 14.08.2020)
მარიამობის მარხვა წინ უსწრებს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 28 აგვისტოს აღნიშნავს. მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 27 აგვისტოს მთავრდება.
მარიამობის მარხვა
© Sputnik /

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი და ამ დღეებს მართლმადიდებელი ეკლესია მარხვით ხვდება.

აღნიშნული მარხვა მძიმეა მორწმუნეებისთვის. თევზით ხსნილი მხოლოდ ფერიცვალებას, 19 აგვისტოსაა. თავისი მნიშვნელობით იგი საშობაო და პეტრეპავლობის მარხვაზე აღმატებულია.

ამ დღესვე ტარდება წყალკურთხევის (მცირე აიაზმა) ცერემონიაც.

 

120
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 14 აგვისტო

190
(განახლებულია 16:16 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს.

ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა  ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.

უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.

სოლომონია და მისი შვიდი ვაჟი მაკაბელნი

ანტიოქემ, რომელიც სირიასა და პალესტინაში მეფობდა, დაიპყრო  იერუსალიმი.  სამი დღის განმავლობაში ოთხმოცი ათასი კაცი ამოჟლიტეს, ორმოცი ათასი კი ტყვედ წაიყვანეს.

მალე ანტიოქემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მის მიერ დაპყრობილ ხალხს კერპთაყვანისმცემლობა უნდა მიეღო.

მეფემ იერუსალიმში საიმედო დიდებულები გამოგზავნა, რათა მათ ებრაელები აეძულებინათ, შეესრულებინათ წარმართული წესები, განსაკუთრებით კი – ეჭამათ ნაკერპავი ღორის ხორცი, რომლის ჭამას მათ მოსეს კანონი უკრძალავდა.

ამ დროს დედასთან ერთად შეიპყრეს შვიდი ძმა და ცნობილი წარმომავლობის გამო მეფეს მიჰგვარეს,

ეს ძმები იყვნენ იერუსალიმში მოწამებრივად აღსრულებული სჯულისმეცნიერის – ელეაზარის მოსწავლეები. მათ კარგად ახსოვდათ მოძღვრის დარიგებანი; ამიტომაც მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე და არ სურდათ სჯულის დარღვევა. შვიდივე ძმა წამებით აღესრულა. სოლომონია კი შვილების ნატანჯ სხეულებთან დადგა, ხელები ცისკენ აღმართა, სიხარულის ცრემლებით სავსემ ილოცა და უფალს მიაბარა სული( 166 წ. ქრისტეს შობამდე)

მაკაბელთა სისხლმა უფლის წყალობა მოუტანა ებრაელ ხალხს. მან მიუტევა მათ შეცოდება და მამაცი მხედარი – იუდა მაკაბელი მოუვლინა, რომელმაც დაამხო ანტიოქე, განდევნა მისი მხედართმთავრები და იერუსალიმის ტაძარი ბილწი კერპებისაგან განწმინდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

190
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ამოუცნობი ობიექტი ცაზე

მასმედია: ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად პენტაგონი სამუშაო ჯგუფს შექმნის

0
(განახლებულია 15:27 14.08.2020)
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში აშშ-ში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად არაერთხელ შეიქმნა სხვადასხვა დონის სამუშაო ჯგუფები

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა სამუშაო ჯგუფის შექმნა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესასწავლად, რომლებსაც სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავები აწყდებიან ხოლმე, იუწყება CNN სამხედრო უწყებაში წყაროზე დაყრდნობით.

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო ოფიციალურად გამოაქვეყნა - სენსაციური მასალა>>

„თავდაცვის მინისტრის მოადგილე დევიდ ნორკვისტი უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ოფიციალურად იქნება წარდგენილი უახლოეს დღეებში“, - აღნიშნავს ტელეარხი.

CNN-ის ცნობით, ივლისში ამოუცნობ საფრენ ობიექტებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის კონგრესში, სადაც არ გამორიცხეს, რომ ეს ობიექტები, შესაძლოა, დედამიწაზე იყოს დამზადებული და „პოტენციური მოწინააღმდეგის“ დასაზვერად გამოიყენებოდეს.

აპრილის ბოლოს პენტაგონმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც აღბეჭდილია „ამოუცნობი მოვლენები“. უწყების მონაცემებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამი არასაიდუმლო ვიდეორგოლიდან ერთ-ერთი გადაღებულია 2004 წლის ნოემბერში, ორი დანარჩენი კი - 2015 წლის იანვარში. სამივე 2007-2017 წლებში მოხვდა ინტერნეტსივრცეში პენტაგონის სანქციის გარეშე. მათი ავთენტურობა აღიარებულია სამხედრო-საზღვაო ძალებში. მოგვიანებით სამხედროებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე ანგარიში, რომლებშიც პილოტები 2013 წლის 27 ივნისიდან 2019 წლის 13 თებერვლამდე ამოუცნობ საფრენ ობიექტებთან შეხვედრაზე საუბრობენ.

ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბევრი საინტერესო რამაა ცნობილი 1947 წელს ნიუ-მექსიკოს შტატში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის სავარაუდო კატასტროფის თაობაზე და არ გამორიცხა, რომ აქამდე საიდუმლო ინფორმაცია ამ ინციდენტზე შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. სხვადასხვა წყაროებში პოპულარობით სარგებლობს ვერსია, რომ ობიექტი, რომელიც ქალაქ როზუელის მახლობლად ჩამოვარდა, იყო არამიწიერი ხომალდი, მისი პილოტი კი - უცხოპლანეტელი, რომელიც აშშ-ის მთავრობამ დაიჭირა და გაასაიდუმლოა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალური პოზიციის თანახმად, როზუელში აღმოჩენილი ობიექტი არის მეტეოზონდი, გამოყენებული საიდუმლო პროგრამის ფარგლებში.

0
თემები:
მსოფლიო დღეს