ილია მეორე: მადლობელი ვარ თანადგომისათვის

გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს არ ექნება ქადაგება, არამედ ექნება შეგონება.

თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან, გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა, განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მას დღეს ექნება არა ქადაგება, არამედ შეგონება.

„გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა. 
მარტვილის ეპარქია - Sputnik საქართველო
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვა პირველად აღავლინა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

„პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების, შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიის, რომელზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადი გამოხატულება ამ თანადგომის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე, პრეზიდენტი მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მამალაძის სავარაუდო შეწყალების შესახებ ინფორმაცია „ფეიკნიუსია“ >>

სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეს პატრიარქის პირველი საკვირაო ლოცვაა. წმინდა სინოდის სხდომაზე, 31 ოქტომბერს მეუფე პეტრემ  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო.

იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0