მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება: ვის უნდოდა პატრიარქის გადაყენება

© photo: Sputnik / Oxana Vointsevaღვთისმშობლის ტაძარი ბოდბეში
ღვთისმშობლის ტაძარი ბოდბეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქმა ყველაფერი იცის, ამასთან ის აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და სახელმწიფო ჩარეული იყო.

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“, იუწყება პირველი არხი.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარიაც ესწრებოდნენ.

„მე შემიძლია ისეთი საბუთები მოგაწოდოთ და მსოფლიოს მივაწოდო ისეთი საბუთები, რომ მეუფე პეტრე და დეკანოზი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო პატიმარი დეკანოზის ჯანმრთელობის ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროებას ითხოვს

მისი თქმით, ამ საქმეში მხოლოდ მეუფე პეტრე არ იყო ჩარეული.

„არამარტო მეუფე პეტრე, არამედ სახელმწიფოდან იყვნენ ვიღაცეები ჩარეული. ზოგიერთი ბიზნესმენი იყო ჩარეული მაგ ამბავში. თუნდაც ზვიად გამსახურდიას დროს, რომ იყო ვითომ ბიზნესმენი, მერე რომ იყო ვითომ შევარდნაძესთან ბიზნესმენი, მერე წინა ხელისუფლებასთან, სააკაშვილთან და დღეს, რომ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული. მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი”, - ამბობს მეუფე იაკობი.

მეუფე იაკობის განცხადების, აღნიშნულ პიროვნებებს პატრიარქის გადაყენება და პატრიარქად მეუფე შიოს დაყენება სურდათ.

„მეჩალიჩებოდნენ, ჩვენ გვინდა, რომ პატრიარქი გადავაყენოთო, შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ ამას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხარ-თქო. მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას, რომ არ დაევალებინა, პირდაპირ ბრძოლას ვუცხადებ იმასაც, ვინც მაგათ დაავალა”, - ამბობს მეუფე.

მისი განცხადებით, პირველი თავად იყო შეხვედრაზე, ასევე იყო მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი. ხოლო მეუფე პეტრეს შეხვდნენ გიორგი გახარია და ვახო გომელაური.

„ვახო გომელაურს ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. პირდაპირ გეტყვით, ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. 2020-შია არჩევნები, ყველას მივხედავთ მაგათ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ პატრიარქმა ყველაფერი იცის.

ამასთან, ის აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და სახელმწიფო ჩარეული იყო.

„შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ. მე მაშინ ვუთხარი კვირიკაშვილს ეს მესამედ. არც ფარცხალაძეს არ ვაპატიებ. ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
აქცია საპატრიარქოსთან - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი უთხრა

ამასთან, როგორც ქორეპისკოპოსი ამბობს, ის სინოდის ავტორიტეტული წევრია და ძლიერი პოზიციები აქვს ეკლესიაში.

„პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს არავის არ ვაპატიებ, არაც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე ვიცი, არავინ ვიცი, არავის არაფერს ვაპატიებ. ისინი არ არიან ჩარეული, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან, იმათ პირდაპირ დავარტყამ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფის თქმით, მას ყველანაირი საბუთი აქვს და აცხადებს, თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს, ხმებს ვერ მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0