ილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები იკლავენ თავს - ეს ბოროტი სულის გავლენაა

© Sputnik / Vladimir Umikashvili საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორემ ქადაგებისას ოჯახებს სიფრთხილისკენ და სახლის კურთხევისკენ მოუწოდა.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ახალგაზრდებზე და ბოლო დროს გახშირებულ თვითმკვლელობებზე ისაუბრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები იკლავენ თავს. ეს ყველაფერი კი ბოროტი სულის გავლენაა.

„ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს. ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო -კარს, აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ“, - იქადაგა პატრიარქმა.

მობილური ტელეფონები - Sputnik საქართველო
„ლურჯი ვეშაპი“ თუ ცუდი ხუმრობა - ქუთაისში მოსწავლეებმა ანონიმური შეტყობინებები მიიღეს

ილია მეორემ ოჯახებს სიფრთხილისკენ და სახლის კურთხევისკენ მოუწოდა. ასევე მან მოუწოდა მშობლებს, არასდროს არ დაწყევლონ თავიანთი შვილები.

„მე კიდევ ერთხელ ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი, ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება რომ აღსასრული მოდის მისი, აძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან“,- ბრძანა ილია მეორემ.

ბოლო დროს საქართველოში გახშირდა თვითმკვლელობების შემთხვევები, რომელიც უკავშირდება სახიფათო თამაშს „ლურჯი ვეშაპი“. საქართველოში მხოლოდ სექტემბერში ამ თამაშის მსხვერპლი ორი მოზარდი გახდა: თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0