დღეს ილია მეორის ანგელოზის დღეა

გამოწერა
დღეს ასევე არის წმინდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღე.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. 2 აგვისტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგელოზის დღეა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ილია მეორე ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს

წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე 9 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. მან სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. გადმოცემის თანახმად, უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.

დღეს ასევე არის წმიდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძე) ხსენების დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0