საეკლესიო კალენდარი: 18 ივლისი

CC BY-SA 4.0 / Rati2010 / The Mravaldzari village Georgian orthodox Cathedralწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ივლისს ღირსი ათანასე ათონელის და ღირსი ლამპადი ირინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
ღირსი ათანასე ათონელი 
ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში - აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნტში დაიბადა. ყმაწვილს მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან კეთილმსახური ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა მას ლოცვასა და მარხვაში.
ნიკიფორე ფოკამ წმიდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო. ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და უარი განაცხადა ოქროს მიღებაზე, მაგრამ შემდეგ ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობისა, მოაწყო სენაკები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი... და წმიდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.
ატენის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
საეკლესიო კალენდარი: 17 ივლისი
სავანეში მიდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12 ივლისს) და ექვთიმეს (ხს. 13 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12 ივნისს)...წმიდა იღუმენმა ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება. საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსმა ათანასემ იგრძნო აღსასრულის მოახლოება, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა, ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამსოფლიდან და ძმებს სთხოვდა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა, კაცობრივი გონება ხომ უძლურია შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს; სენაკში შევიდა, მანტია შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდგომ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმიდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: „დიდება შენდა, ღმერთო! უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000).
გერგეტის სამება, ყაზბეგი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
საეკლესიო კალენდარი: 16 ივლისი
ღირსი ლამპადი ირინოპოლელი
ღირსი ლამპადი ირინოპოლელი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და ღრმა მოხუცებულობამდე მოსაგრეობდა ირინოპოლის მახლობლად, უდაბნოს ერთ გამოქვაბულში. უფალმა თავისი სათნომყოფელი სასწაულებით განადიდა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც (+არა უგვიანეს X ს.).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
 
ყველა ახალი ამბავი
0