ზუგდიდში „ვლაქერნობას“ აღნიშნავენ: დღესასწაულის ისტორია და ტრადიცია

© photo: courtesy of Nika Latariaზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ
ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივლისი ის დღეა, როცა მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს.

ვლაქერნა კონსტანტინოპოლში ზღვისპირა ადგილია, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეს დიდი დღესასწაული დამკვიდრდა, რომელიც მაცხოვრის დედის შესამოსელისთვის საგანგებოდ აშენებულ ტაძარში მისი პატიოსანი სამოსლის დადებას უკავშირდება. კერძოდ, 458 წლის 15 ივლისს კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა გენადიმ ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით დააბრძანა ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილიც. მას შემდეგ კი, რაც ოსმალებმა ბიზანტია დაიპყრეს, უდიდესმა სიწმინდეებმა სამეგრელოში გადაინაცვლა და დადიანების საგვარეულო საგანძურში დაივანა.

© photo: courtesy of Nika Latariaზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ
ზუგდიდში „ვლაქერნობას“ აღნიშნავენ: დღესასწაულის ისტორია და ტრადიცია - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.

© photo: courtesy of Nika Latariaზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ
ზუგდიდში „ვლაქერნობას“ აღნიშნავენ: დღესასწაულის ისტორია და ტრადიცია - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

დღეს ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და მუზეუმში დაცული სხვა სიწმინდეები მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაიტანეს. მსვლელობაში სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა მრევლი. დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ მომლოცველები როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს.

მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, ემთხვიონ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს.

ვლაქერნობა საერთო სახალხო დღესასწაულად საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 1990 წელს გამოცხადდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0