გელათის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 3 ივლისი

82
(განახლებულია 10:37 03.07.2019)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე მეთოდე , პატარელი ეპისკოპოსი

წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა. წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.

წმიდა ლევკიოს აღმსარებელი - ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი

წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია.

ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპეს მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ  მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: "თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს". წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს - იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

82
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (206)
Горящие свечи в храме Святой Троицы - Самеба

საეკლესიო კალენდარი: 28 მაისი

392
(განახლებულია 20:20 27.05.2020)
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 მაისს ღირსი პიროს ბრეთელის, ღირსი პახუმი დიდის და ღირსი აქილე ლარისელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
პიროს ბრეთელი

ღირსი პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. ასურელი მამები  იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. საქართველოში VI საუკნის შუა წლებში ჩამოვიდნენ  ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ამ მონასტერშია დაკრძაქლული ოიროს ბრეთელის წმიდა ნაწილები. სოფელ ბრეთში 28 მაისს დიდი ზეიმით აღინიშნება. წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე.

ღირსი პახუმი დიდი 

ღირსი პახუმი დიდი (+348) ანტონი დიდთან მაკარი დიდთან და ექვთიმე დიდთან  ერთად ითვლება მეუდაბნოობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში.

ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. როცა იგი 20 წლის გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო.

უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმის სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და ამ ადგილზე სავანის აშენება უბრძანა. ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტანსაცმელი დაადგინა. ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა.

სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.

აქილე ლარისის ეპისკოპოსი

ღირსი აქილე, ლარისის ეპისკოპოსი (+330) ცხოვრობდა წმიდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს. სიწმიდით და განსწავლულობით გამორჩეული ღირსი აქილე თესალიის ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა აქილე მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში და ამხელდა არიოზის ერესს. თავის ქალაქში ღირსმა მამამ დაანგრია საკერპოები და ააშენა ეკლესიები. წმიდანს უფლისგან სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა.
წმიდა აქილე გარდაიცვალა დაახლოებით 330 წელს. 978 წლიდან მისი წმიდა ნაწილები განისვენებს ბულგარეთში, ქალაქ პრესპუში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

392
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სამების როზარიუმი გვიან შემოდგომაზე

საეკლესიო კალენდარი: 27 მაისი

207
(განახლებულია 21:26 26.05.2020)
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს მოწამეების ისიდორეს, მაქსიმეს, ასევე იერუსალიმელი პატრიარქის ღირსი სერაპიონ სინდონიტის ლეონტის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

მოწამე  ისიდორე

წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში განამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, რომ ყველა მეომარს მსხვერპლშეწირვის წესი აღესრულებინა, ასისთავმა წმიდა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. ვერც მუქარამ გაჭრა, ვერც მოფერებამ და ვერც დაპირებებმა. წმიდანმა განაცხადა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესუ ქრისტეს ნებას ემორჩილება და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა მოაგლიჯეს, მაგრამ ღვთის ნებით წმიდა ისიდორე ბრძანების აღსრულების შემდეგაც განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე წააწერა განაჩენი - თავის მოკვეთა. წმიდა ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამეობრივად აღესრულა.

 მოწამე მაქსიმე

წმიდა მოწამე მაქსიმე (+250) აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ, როცა წარმართები შეიკრიბნენ მსხვერლშეწირვისათვის, წმიდა მაქსიმემ ვერ აიტანა ამაზრზენი სანახაობა, მიეჭრა უღმრთოებს, ხმამაღლა ამხილა მათი უსჯულოება და კერპებს ადამიანთა ხელით ქმნული უსულო არსებები უწოდა. გამძვინვარებულმა წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს წმიდა მოწამე

ღირსი სერაპიონ სინდონიტი

ღირსი სერაპიონ სინდონიტი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერმონაზვნულ ღვაწლს. მან ნებსით იტვირთა სიგლახაკე ქრისტესთვის - თავშესაფარიც კი არ გააჩნდა. მთელ მის ქონებას წარმოადგენდა ერთი სელის სამოსი - სინდონი (ალბათ, ამიტომაც უწოდეს მას სინდონიტი) და სახარება. ღირსი სერაპიონი მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა. ყველაფერს, რასაც კეთილი ადამიანები ჩუქნიდნენ, გლახაკებს ურიგებდა. ერთხელ წმინდანმა სიცივისაგან აკანკალებულ მათხოვარს საკუთარი ტანსაცმელი აჩუქა; როცა ერთი კეთილმსახური მოქალაქე მანი-ქეველობის ერესით ცდუნდა, ღირსმა სერაპიონმა მისი სულის წარწყმედისაგან დასახსნელად პირად თავისუფლებაზეც კი უარი თქვა, მონად მიეყიდა ამ კაცს და გონებრივი შეგონებებით მიაღწია მისი ბატონის მართლსარწმუნოებაზე მოქცევას. უფლის რჩეული V-ე საუკუნის დასაწყისში მიიცვალა.

ღირსი ლეონტი - იერუსალიმის პატრიარქი

წმიდა ლეონტი იერუსალიმის პატრიარქი ( 1175) - წმიდა გრიგოლ პალამას გადმოცემით, 1223-1261 წლებში მართავდა იერუსალიმის ეკლესიას. მისი ცხოვრება დაწვრილებით აღწერა კონსტანტინეპოლელმა მონაზონმა თეოდორემ. ეს თხზულება თარგმნა ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმიდელმა, რომელიც პატრიარქის აღსრულების თარიღად თვლის 1175 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით

207
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ლიზა ყენია

ლიზა ყენია ნახევრად შიშველი აივანზე პოზირებს - პიკანტური ფოტოები ბათუმიდან

0
(განახლებულია 16:45 28.05.2020)
დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სექსუალური ლიზა ყენია გასარუჯად გაეშურა. საცვლებსა და მაისურის ამარა სასტუმროს ნომრის აივანზე ფოტოსესია მოაწყო

თვითიზოლირების წესი ჯერ კიდევ მოქმედებს, მაგრამ ლიზას ზღვისპირა ქალაქი იმდენად მოენატრა, რომ პირველივე ხელსაყრელ მომენტში გასარუჯად გაეშურა. ცეცხლოვანმა შემსრულებელმა ბათუმის პლიაჟიდან ულამაზესი კადრები უკვე გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი ლოზუნგი დარჩი სახლშია, მომღერალმა სხეულს სათანადოდ მიხედა და სექსუალური ფორმები შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა კი, საზოგადოება რეპერ „ძვალსა“ და მის ურთიერთობას აქტიურად განიხილავს.

View this post on Instagram

🦷

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

View this post on Instagram

Keep shining ⚡️✨🦋

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

ცნობილი მომღერალი ლიზა ყენია განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალივით იჩენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე სწრაფად გაითქვა.

View this post on Instagram

When somebody asks Me about Ma plans

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

მიუხედავად იმისა, რომ ქართული შოუ-ბიზნესი არ არის განვითარებული, ლიზა ყენია ახალი ჰიტების შექმნას არ წყვეტს. ნიჭიერი არტისტის უახლეს კლიპებს ტენდენციურობა ეტყობა და ეს უფრო მეტ ხიბლს მატებს. მის ახალ სიმღერას YOUTUBE- ის ოფიციალურ გვერდზე 290 ათასამდე  ნახვა აქვს, რაც მთავარია ქართველი მომღერლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ლიზას შემოქმედება მოეწონათ. აი, როგორ ეხმაურებიან შავკანიან მსახიობთან ერთად გადაღებულ კლიპს: „ნამდვილად კარგია, ქართველი არტისტისგან რომ არ ელი, აი ისეთია...; „სუპერ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოა, რაც კი მინახავს... ევროპის დონის კლიპია!“; „ძალიან კარგიაა. ლიზაა, ნიჭიერი გოგო ხარ! ეს სიმღერაა ორი დღეა აკვიატებული მაქვს“.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება