მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსაპატრიარქოს შენობა
საპატრიარქოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე კალისტრატეს დაკრძალვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვერ დაესწრება

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა.

ქუთაისი - Sputnik საქართველო
რატომ გადაიდო ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია

ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით,  მეუფე კალისტრატეს დაკრძალვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვერ დაესწრება.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

ყველა ახალი ამბავი
0