„ჩვენ საერთო მიზნები გვაერთიანებს"– კობახიძე მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყებას ულოცავს

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამადანის თვის ხანგრძლივობა 29 ან 30 დღეს შეადგენს, რაც მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის Facebook-გვერდზე მუსლიმი თანამოძმეებისადმი გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელელი სამხედროები - Sputnik საქართველო
ისრაელში ქართველებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

დღეს მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო.

რამადანის დადგომით ყველა მართლმორწმუნე მუსლიმმა უნდა იმარხულოს – ეს ისლამის 5 მცნებიდან ერთ-ერთია სარწმუნოების აღიარების, ლოცვის, ქველმოქმედებისა და წმინდა ადგილების მონახულებასთან ერთად. მუსლიმანური კალენდრის მეცხრე თვეს მარხულობა ჰიჯრით მეორე წელს ჩვ.წ.აღ. 624 წლიდან დაწესდა.

„ჩვენს მუსლიმ თანამოძმეებს ვულოცავ წმინდა რამადანის თვის დაწყებას! ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს… მწამს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ საქართველოს გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული მომავლის შექმნას", – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

რამადანის თვის განმავლობაში განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები სულის განწმენდის მიზნით უარს ამბობენ საკვებისა და სასმელის მიღებაზე, მოწევასა და ინტიმურ კავშირზე. თვის ხანგრძლივობა 29 ან 30 დღეს გრძელდება, რაც მთვარის კალენდარზეა დამოკიდებული. მარხვა გამთენიისას იწყება და მზის ჩასვლის შემდეგ სრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0