წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარი

მინსკში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება პირველად შესრულდა

210
(განახლებულია 19:49 16.04.2019)
ბელარუსის დედაქალაქში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება მომავალშიც გაგრძელდება

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. მინსკში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე პირველად შესრულდა, იუწყება პირველი არხი.

ქართულ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარება ქართული სათვისტომოს, საქართველოს საელჩოს და ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის დახმარებით მოხერხდა.

ღვთისმსახურება ქართულ ენაზე შეასრულა მამა მაქსიმემ, რომელიც ქართველ მრევლს შეპირდა, რომ ტაძარში ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა მომავალშიც შესრულდება.

ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და სათვისტომოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას. მათი თქმით, ქართულ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარება ხელს შეუწყობს ბელარუსში მცხოვრები ქართველების კიდევ უფრო მეტად გაერთიანების თვალსაზრისით.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის იანვარში დაამყარეს. 2016 წლის დეკემბერში თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნა. პირველი ელჩი მიხაილ მიატლიკოვი გახდა.

კალაძე მინსკში „თბილისობაზე“ მიემგზავრება >>

2017 წლის მარტში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს ლუკაშენკო ეწვია.

210
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (33)