ილია მეორე: ადამიანში ლოცვის შედეგად ფერიცვალება ხდება

გამოწერა
საქართველოს პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ისაუბრა ლოცვის ძალაზე და ბრძანა, რომ ამ მომენტში ადამიანში ფერიცვალება ხდება.

უწმინდესმა მრევლს დიდი მარხვის მეორე კვირა მიულოცა და აფხაზეთში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა

„მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე. რუსეთიდან ჩამოვიდა ერთი ახალგაზრდა, ეროვნებით ებრაელი. შემდეგ წავიდა აფხაზეთის უდაბნოში, იქ მოღვაწეობდა. ბერები მეუბნებოდნენ, რომ საოცრება ხდებაო. იმდენად დიდი იყო ამ ახალგაზრდის სარწმუნოება და სიყვარული, როცა კითხულობდა ლოცვებს, სხვა ბერები ხედავდნენ ნათელს მის თავზე და მეუბნებოდნენ, არ ვეუბნებით, რომ ნათელი ადგას, ამპარტავნების გრძნობა არ დაეუფლოსო“, - ბრძანა პატრიარქმა.

მისი თქმით, ამ ახალგაზრდას მამა იყო ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი, იყო ათეისტი. ერთხელ ჩავიდა სოხუმში, სადაც თავის ვაჟს ეძებდა. მან უამბო ილია მეორეს, რომ მისი შვილი ათეისტურ ოჯახში გაზრდილია და ხელზე ფსკვნილს ატარებს. ის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში მოათავსეს.

„მთელ საბჭოთა კავშირში გამოცხადებული იყო მისი ძიება, რკინიგზის სადგურებში გამოკრული იყო მისი სურათი, მაგრამ ღვთის მადლით, ის დარჩა მორწმუნე ქრისტიანად და დღესაც რუსეთში მოღვაწეობს“, - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა და დაამატა, რომ ამ ისტორიის მოყოლა ლოცვის ძალის საჩვენებლად გადაწყვიტა.

უწმინდესმა ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა.

„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება >>

„თქვენ იცით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს განსაკუთრებული თვისებები აქვთ. მინდა დავლოცო ეს ბავშვები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული, მრავალი შემთხვევაა, როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული თვისებით, ნიჭით დაჯილდოებული. ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა მისცეს მადლი და ძალა“, – განაცხადა პატრიარქმა.

ყველა ახალი ამბავი
0