საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 2 მარტი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრი - ხედი სიონის გუმბათზე (მარჯვნივ) და ჯვარისმამის ტაძარზე (მარცხნივ)
თბილისის ცენტრი - ხედი სიონის გუმბათზე (მარჯვნივ) და ჯვარისმამის ტაძარზე (მარცხნივ) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 მარტს ღირსი მოწამე თეოდორე აჭარელის, დიდმოწამე თეოდორე ტირონის, მართალი მარიამნას, მოციქულ ფილიპეს დის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
თეოდორე აჭარელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2 მარტი წმინდა თეოდორე აჭარელის ხსენების დღეა.

წმინდა თეოდორე საქართველოს უძველესი კუთხის აჭარისმკვიდრთა იმ მრავალათასიან წმინდა მოწამეთა დასს მიეკუთვნება, რომელნიც   ოსმალთაგან ქრისტიანობისთვის ეწამნენ.

თეოდორე დაიბადა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი.

სამება - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 29 თებერვალი

ცნობილია, რომ  თეოდორემ უარი თქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმინდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმინდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.

1822 წელს წმინდა თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმინდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ, მოწამის გვამი უსჯულოებს ზღვაში გადაუგდიათ.

თეოდორე ტირონი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 1 მარტი დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღეა.

თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო („ტირონი“ ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.

ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.

უფლისციხე - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი - 27 თებერვალი

წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.

წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

მცხეთის ჯვრის ტაძარი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი - 26 თებერვალი

ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.

მარიამი, და ფილიპე მოციქულისა

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 2 მარტი ღირსი მარიამის , ფილიპე მოციქულის დის ხსენების დღეა.

მარიამი იყო  ფილიპე მოციქულის და. წმიდა ქალწული თავის ძმასა და ბართლომე მოციქულს ახლდა თან და მქადაგებლურ მოღვაწეობაში ეხმარებოდა. ფრიგიის ქალაქ ივრაპოლში წმიდანები შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ფილიპე ვერ გადაურჩა წარმართთა შურისგებას, იგი ჯვარზე აღესრულა, მარიამი და ბართლომე კი გაანთავისუფლეს. ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად, მარიამი კი ლუკაინიაში (მცირე აზია) ქადაგებდა და აქვე აღესრულა მშვიდობით.

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

ყველა ახალი ამბავი
0