დღეს ნიკოლოზობაა

© Sputnik / Alexander Imedashviliწმინდა ნიკოლოზის ტაძარი
წმინდა ნიკოლოზის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, კერძოდ, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები — თეოფანე და ნონა დიდი ხანი ელოდნენ ვაჟის დაბადებას, ღვთის ვედრებაში ატარებდნენ დღეებს. მერე აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. გავიდა დრო, მათ მართლაც შეეძინათ ვაჟი, სახელად ნიკოლოზი დაარქვეს. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ცნობილია, ნათლობისას ჩვილი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგაო. გარდა ამისა, იგი დედის რძეს ოთხშაბათ-პარასკევს მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.

© photo: Sputnik / Yuri Prostyakov / გადასვლა მედიაბანკშიწმინდა ნიკოლოზი
დღეს ნიკოლოზობაა - Sputnik საქართველო
წმინდა ნიკოლოზი

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრების ერთი ეპიზოდი საყოველთაოდაა ცნობილი: როცა წმიდანი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, იქაურმა მაღალი გვარის წარმომადგენელმა მთელი თავისი ქონება დაკარგა და სიღატაკეში ჩავარდა. მას სილამაზით განთქმული სამი ქალიშვილი ჰყავდა. მამამ გაჭირვებიდან თავის დასაღწევად ეს გზა გამონახა — გადაწყვიტა ქალიშვილების უბიწოება გამოეყენებინა და საროსკიპოში გაეგზავნა. უკვე მზადაც იყო ამის გასაკეთებლად. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენო უფალს ამ უმძიმესი მდგომარეობიდან დახსნას. ღვთის მოწოდებით შუაღამისას წმინდა ნიკოლოზმა ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა შეუგდო ოჯახს. ასე იხსნა წმინდა ნიკოლოზმა ეს ოჯახი განსაცდელისგან.

სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავა. წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. 

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. 

ყველა ახალი ამბავი
0