პატრიარქის მიმართვის წერილი „ქართულ ოცნებას“ სიცრუე აღმოჩნდა

გამოწერა
საპატრიარქოს განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებით.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა „ქართული ოცნებისადმი“ არ ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს, ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა წერილი სათაურით „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა „ქართული ოცნებისადმი“, სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან ნათქვამია, რომ არსებობს ვინმე „დაფარული მეუფე“ – მოძრაობა „ძლევაი საკვირველის“ დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა - Sputnik საქართველო
გრიგოლ ვაშაძე ილია მეორეს შეხვდა

„მის უწმინდესობას არანაირი „დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა „ძლევაი საკვირველი“ არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს განმარტებით, გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებით.

ასევე, გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ამგვარი მოვლენები კი წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას.

ყველა ახალი ამბავი
0