„შეგვეშინდა" - ბოლო ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ

© FB / arboshikeliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმები შიშობდნენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვირუსული ინფექცია გადაედო

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავს ნორმალურად გრძნობს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" პატრიარქის ერთ-ერთმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

ილია მეორემ თავი შეუძლოდ იგრძნო სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას. მას წირვის შეწყვეტა და საპატრიარქოში დაბრუნება მოუხდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე წირვის დროს შეუძლოდ გახდა

„ყველაფერი ნორმალურადაა. პატრიარქი მისთვის ჩვეულ მდგომარეობაშია, მისთვის ჩვეულ რიტმში. გუშინ, როდესაც ტაძრიდან დაბრუნდა, დაახლოებით 15 წუთში უკეთ გახდა. სანამ ექიმებმა გასინჯეს, ის უკვე ბევრად კარგად იყო. ამ დილით თავს ნორმალურად გრძნობს", — აღნიშნა შარტავამ.

მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ექიმები განაგრძობენ დაკვირვებას.

„შეგვეშინდა, ვიფიქრეთ, ხომ არ იწყებოდა რაიმე დაავადება, მაგალითად, ვირუსული ინფექცია, მაგრამ არაფერი შეცვლილა. პატრიარქი თავს ნორმალურად გრძნობს", — აღნიშნა შარტავამ.

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრმა ზვიად სეხნიაშვილმაც.

„მინდა ყველა დავამშვიდო — უწმინდესი თავს კარგად გრძნობს, დილით ოდნავ შეუძლოდ იგრძნო თავი, როგორც ექიმმა განმარტა, ცოტა ვირუსული ინფექცია ჰქონდა და ამის გამო წნევის ცვალებადობაც იგრძნობოდა. მას ამბულატორიული ჩარევაც არ დასჭირდა. ასე რომ, მხნედ გახლავთ ჩვენი სულიერი მამა და მადლობა უფალს ამისთვის. ის კი არა, საღამოთი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში გახლდათ და დოკუმენტებსაც გაეცნო", — დაწერა სეხნიაშვილმა.

გუშინ ექიმებმა ასევე განაცხადეს, რომ პატრიარქი ფასანაურში იმყოფებოდა. რადგან მისი უწმინდესობა მაღალმთიანი ადგილიდან ჩამოვიდა, შესაძლოა, მას არტერიული წნევა დაეწია.

ყველა ახალი ამბავი
0