მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

© photo: Sputnik / Oleg Ignatovich / გადასვლა მედიაბანკშიამაღლება
ამაღლება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაიწყებს.

დღეს საყოველთაო ჯვრისწერაც გაიმართება და ჯვარს 400–ზე მეტი წყვილი დაიწერს.

ახალდაქორწინებულები - Sputnik საქართველო
ყველანი ჯვრისწერაზე: საქართველოში ერთდროულად 400 წყვილი დაიწერს ჯვარს

სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.

ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.

ყველა ახალი ამბავი
0