ილია მეორე 1000-მდე ბავშვს მონათლავს

© Sputnik / Alexander Imedashviliჩვილთა ნათლობა სამებაში
ჩვილთა ნათლობა სამებაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 2008 წლიდან იმართება

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 1000-მდე ბავშვს მონათლავს, მათ  საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ.

სააღდგომო წირვა სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
ილია მეორემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის ილია მეორეს 33 894 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ყველა ახალი ამბავი
0