ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკვირაო წირვას ვერ დაესწრო

© Sputnik / STRINGERსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირადი ექიმის თქმით, პატრიარქი გაციებულია, თუმცა მას მედიკამენტოზური მკურნალობა არ დასჭირვებია

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პატრიარქი გაციებულია და საკვირაო წირვას ამის გამო ვერ დაესწრო, ამის შესახებ პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს განუცხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრო.

Католикос-Патриарх Всея Грузии Илия Второй, архивное фото - Sputnik საქართველო
საქართველოს პატრიარქმა შეუძლოდ ყოფნის გამო სიონში წირვა ვერ აღავლინა

პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე გაციებულია და მკურნალობას სახლში განაგრძობს.

შარტავას თქმით, ექიმების რეკომენდაციაა, რომ პატრიარქი რამდენიმე დღე სახლში დარჩეს.

„პატრიარქი თავს უკეთ გრძნობს. გაციებულია და ჩვენი რეკომენდაციაა, რამდენიმე დღე სახლში დარჩეს. ილია მეორეს მედიკამენტოზური მკურნალობა არ დასჭირვებია“, — განაცხადა შარტავამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას შაბათს ვერ დაესწრო. 

ყველა ახალი ამბავი
0