დღეს სამებაში 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliბავშვების ნათლობა სამების ტაძარში
ბავშვების ნათლობა სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისთვის ილია მეორეს 33 894 ნათლული ჰყავს, ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. დღეს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პატრიარქის საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
პარლამენტი ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარსა და ნათლობის მოწმობას გადასცემენ. 

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის ილია მეორეს 33 894 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.


ყველა ახალი ამბავი
0