გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს

ფერისცვალებას გილოცავთ, ერთმორწმუნენო!
გამოწერა

ხატია გიგოლაშვილი    

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს. ფერისცვალება ერთ-ერთია თორმეტ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს შორის.

ახალი აღთქმის  მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა:

„და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2).

ამ დროს უფლის წინაშე ზეციური ნათლით მოსილი ორი წინასწარმეტყველი წარსდგა — ელია და მოსე, რომლებიც მაცხოვარს მოსალოდნელი ვნებისა და ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ. ამის მნახველი მოწაფეები საოცარმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: "მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფნაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა" (ლუკა, 9,33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ,

ეკლესია - Sputnik საქართველო
კვლევა: საქართველო ყველაზე მორწმუნე ქვეყანაა ევროპაში
ხოლოღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე, 17, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

იცოდა უფალმა, რომ მოახლოებული იყო მისი ჯვარცმის ჟამი. ამიტომაც სურდა, თავისი მოწაფეებისათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, რათა ისინი არ დაბრკოლებულიყვნენ ჯვარცმული მაცხოვრის ხილვისას და სცოდნოდათ, რომ ეს საშინელი სასჯელი ქრისტემ საკუთარი ნებით მიიღო და არა უძლურების გამო. 

მართლაც,  მოციქულებმა იხილეს ღვთაებრივი დიდების ნათელი, რომელმაც საოცარი ნეტარებითა და სიმშვიდით აავსო მათი არსება. ამიტომაც შესთავაზა

სიონის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
იპოვე შენი თანამორწმუნე: საქართველოში რელიგიური რუკები შეიქმნა
პეტრემ უფალს სამი კარვის აგება — სურდა, ეს სულიერი მდგომარეობა, რომელთან შედარებითაც სხვა ყველაფერი არარაობად მოჩანდა, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო.

ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება.

მას შემდეგ, რაც უფალმა ფერი იცვალა თაბორის მთაზე, 20 საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე, ყოველ 19 აგვისტოს, მზიან, უღრუბლო ამინდში ამ მთას თეთრი, ქათქათა ღრუბელი ადგება, რომელსაც იქ მყოფი მორწმუნეები ხელით ეხებიან. წირვის დასრულების შემდეგ კი ღრუბელი ნელ-ნელა იფანტება. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანებს იმ სახარებისეულ ღრუბელს, რომლიდანაც გაისმა ხმა მამისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი…"

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს) მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.

ყველა ახალი ამბავი
0