მესტიაში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს ჩააბრძანებენ

გამოწერა
ხატებით მსვლელობა 28 მაისს დაიწყო და ერთი წელი და ოთხი თვე გასტანს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 9 ივლისს მესტიის საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს ჩააბრძანებენ, ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესტიის საკათედრო ტაძარში ხატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს მათი მოლოცვის საშუალება მიეცემა.

მრევლთან ერთად რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან თავმოყრილი სამღვდელოება ერთობლივ წირვებს და პარაკლისებს შეასრულებს.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი - Sputnik საქართველო
დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება

წინასწარ გამოყოფილ დარბაზში მოეწყობა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და გაიმართება ფილმის ჩვენება.

აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოსალოცად მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში 28 მაისიდან დაიწყო. მოგზაურობა ერთი წელი და ოთხი თვე გასტანს.

ეს მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს — ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავს უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0