რომის პაპი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა

© AFP 2024 / VINCENZO PINTOპაპი ფრანცისკი ბაქოში ჩავიდა
პაპი ფრანცისკი ბაქოში ჩავიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპი ფრანცისკი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და კათოლიკურ ეკლესიაში მესას ჩაატარებს.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი ერთ დღიანი ვიზიტით ბაქოში ჩავიდა, ამის შესახებ Sputnik-აზერბაიჯანი იტყობინება. 

ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პაპს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე პრემიერი იაგუბ ეიუოვი და სხვა ოფიციალური პირები. 

პაპის ვიზიტი ბაქოში ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში მესით დაიწყება. დღის მეორე ნახევარში რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები საზოგადოებისათვის განცხადებებს გააკეთებენ. 

რომის პაპმა საქართველო დატოვა - Sputnik საქართველო
რომის პაპის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ასევე დაგეგმილია პონტიფიკოსის შეხვედრა კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს უფროსთან შეიხ ისლამ ალახშუკურ ფაშაზადესთან და აზერბაიჯანის სხვა რელიგიურ ლიდერებთან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0