ილია მეორე: უჭირს რომელიმე თქვენგანს?- ილოცოს

© photo: Sputnikილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

თბილისი, 7იანვარი – Sputnik. უჭირს რომელიმე თქვენგანს?— ილოცოს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება ადამიანმა აღასრულოს, არის ლოცვა, ამის შესახებ საქართველოს კატალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა ხუთშაბათს, 7 იანვარს.

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობას ზეიმობს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

"ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის. აი, როგორ გვარიგებს მოციქული:,,უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს… და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო…ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას", — აღნიშნავს უწმინდესი.

ალილოობა თბილისში - Sputnik საქართველო
ქრისტეშობა საქართველოში: კიდევ ერთი მიზეზი სასწაულის სარწმუნებლად

ილია მეორის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. 

"ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი:,,გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, _ აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს:,,ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, _ სანახევროდ; ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე. მდიდარი ხარ? _ მოწყალება უხვად გაეცი. თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე… თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ", — ბრძანებს ილია მეორე.


© photo: Sputnikსაშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება
საშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება - Sputnik საქართველო
საშობაო წირვა-ლოცვა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ტარდება

 

ყველა ახალი ამბავი
0