შალვა კეკელია

დეკანოზი ტატუზე: შენს გარეგნობას არ ვუყურებ, მე შენ შიგნით ვიხედები

45
(განახლებულია 21:02 19.07.2021)
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საუბრობს იმაზე, როგორ უყურებს ეკლესია ტატუს.
დეკანოზი ტატუზე: შენს გარეგნობას არ ვუყურებ, მე შენ შიგნით ვიხედები
„ადამიანების სული ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი გარეგნობა. ეკლესია ადამიანების სულებზე ფიქრობს. ტატუში, ბუნებრივია, რაღაც აისახება, ტატუს თავისი ენერგია აქვს და ის ადამიანზე მოქმედებს. მრევლში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს მოხატული სხეულით, მათგან ჩვენ აღსარებას ვიბარებთ. მე ადამიანის გარეგნობას არ ვუყურებ, მე მის შიგნით ვიხედები, მე ადამიანს სულიერად ვეხმარები და არა ხორციელად“, – ამბობს დეკანოზი.

მისი თქმით, ღმერთმა ადამიანს ჩააბარა სხეული და სული, რომლითაც ღვთის წინაშე წარდგება და ის პასუხისმგებელია როგორც სხეულზე, ასევე სულზე, ამიტომ იმის თქმა, რომ რასაც გვინდა, იმას ვუზამთ სხეულს, მცდარია.

45
გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია: მინდოდა ეკლესია ჩემი ხელით ამეშენებინა და თავად მომეხატა

94
(განახლებულია 22:54 30.07.2021)
ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია იხსენებს პერიოდს, როცა რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობდა.
გაბუნია: მინდოდა ეკელსია ჩემი ხელით ამეშენებინა და თავად მომეხატა
„როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაშინ რელიგიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. არქიტექტურაზე რომ ჩავაბარე, ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ამეშენებინა ეკლესია და მე თვითონ მომეხატა. მანამდე მინდოდა სასულიერი აკადემიაში ჩაბარება, რასაც ჩემი მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. კიდევ კარგი, რომ არ ჩავაბარე სემინარიაში. ეკლესიაში სიარული 90-იან წლებში დავიწყე. სკოლის პერიოდში ვიყავი სტიქაროსანი, მგალობელი, მედავითნე, მაგრამ შემდეგ ჩემი შეხედულებები შეიცვალა“, – ამბობს გაბუნია.

გაბუნიას თქმით, მართალია, ხშირად აკრიტიკებს სასულიერო პირებს, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ის ეკლესიის გულშემატკივარია და სურს ყველა პროცესი დადებითად მიმდინარეობდეს.

94
კესარია აბრამიძე

აბრამიძე: საქართველოში ლამაზ ქალობას არ მპატიობენ, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ქაღმერთი

213
(განახლებულია 21:09 30.07.2021)
ქართველი ტრანსგენდერი, ცნობილი მოდელი კესარია აბრამიძე „ლამაზი ქალების გასაჭირსა“ და საყვარელ მამაკაცზე საუბრობს.
აბრამიძე: საქართველოში ლამაზ ქალობას არ მპატიობენ, ამიტომ გადავწყვიტე ვიყო ქაღმერთი
„ისეთი ენერგეტიკა მაქვს, რომ ადვილად ვუყვარდები მამაკაცებს. მამაკაცი, რომელთანაც ახლა ვარ, საერთოდ არავის არ ჰგავს. არის უზომოდ მზრუნველი, წარმოიდგინეთ, დილით თვალს ახელ და პირდაპირ საწოლში მოაქვს საუზმე. ყოველ წუთს და წამს ვგრძნობ მის მზრუნველობას“, – ამბობს კესარია.

მისი თქმით, საქართველოში ქალობას, მით უმეტეს, ლამაზ ქალობას არ პატიობენ, ამიტომ გადაწყვიტა, რომ იყოს ქალღმერთი.

213
ჩაფიქრებული მამაკაცი

დაკარგული ასაკი არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა

0
(განახლებულია 20:24 01.08.2021)
ოდესმე გსმენიათ „დაკარგული ასაკის" სინდრომის შესახებ? დაკარგული ასაკი - ესაა 50-დან დაახლოებით 70 წლამდე პერიოდი. „დაკარგულს" კი იმიტომ უწოდებენ, რომ ეს დრო ჩვენ ცხოვრებაში თითქოს არც არსებობს.

არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში ჯერ მთელი ძალით ვცდილობთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვჩანდეთ, შემდეგ კი სევდიანად ვაღიარებთ, რომ დავბერდით.

შედეგად კი, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებიდან უზარმაზარ მონაკვეთს ვჭრით, რომელიც შეიძლება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყოს.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 55-ის ან 60 წლის შემდეგ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე აღარც უნდა იფიქრო.

სულაც არა! საიდუმლო მარტივია.

55-ის მერე არ უნდა ეცადო იცხოვრო, როგორც 30 ან 40 წლისამ. ამის ნაცვლად თავს უფლება უნდა მისცე, განვითარდე.

15 წლის როცა ვართ, ჩვენ ხომ არ ვცდილობთ ვიცხოვროთ, როგორ 5 წლისებმა, 30 წლისა — როგორც 15 წლისებმა? 15 წლისები არ ვთამაშობთ თოჯინებითა და ჯარისკაცებით. ხოლო 30 წლისანი არ ვუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც 15 წლისებს მოგვწონდა.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებ სიამოვნებას ვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ სიამოვნებას სხვა რამისგან ვიღებთ.

ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ დაახლოებით 50-55 წლის ასაკში ჩნდება შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა და რაღაც, რაც ამ მომენტში უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრებაში რაღაც შესვენებისმაგვარი ჩნდება – პაუზა, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შეიძლება დიდხანს, სიკვდილამდეც კი გაგრძელდეს.

აქ საქმე მიზანთან გვაქვს. 50-ის მერე, სტანდარტულად, მიზნად ვისახავთ ვიცხოვროთ ადრინდელზე უკეთესად, გამოვიყურებოდეთ იმაზე ცუდად არა, ვიდრე უწინ, ვიმუშაოთ, იმაზე ცოტა არ გამოვიმუშაოთ, ვიდრე უწინ, უკეთ დავისვენოთ…

და განა გასაკვირია, რომ ამდენი ადამიანი სევდით შეიგრძნობს, რომ 50-ის მერე მათი ცხოვრება თითქოს გაჩერდა? განა შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც ვცდილობთ საკუთარი თავი გავიმეოროთ?

სცადეთ და საკუთარ თავს სხვა მიზანი დაუსახეთ — იცხოვროთ უკეთ, ვიდრე აქამდე. მიიღოთ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება. უფრო მხიარულად გაერთოთ, საინტერესოდ დაისვენოთ, უკეთ გამოიყურებოდეთ, ძლიერ გიყვარდეთ. სცადეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ ცხოვრებას აზრი კვლავ მიეცა.

სანამ ვფიქრობთ, რომ 50-ის მერე ჩვენი პირადი განვითარება სრულდება, სანამ სასოწარკვეთილი ვცდილობთ წარსულს ჩავებღაუჭოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, სიხარულზე და სიამოვნებაზე ფიქრიც არ ღირს.

55-ის მერე სიხარული და კმაყოფილება ცხოვრებისგან მაშინ ჩნდება, როდესაც წარსულს გაუშვებთ და თავს უფლებას მისცემთ იცხოვროთ, შეიცვალოთ, განვითარდეთ, გახდეთ სხვანაირი, გყავდეთ ახალი მეგობრები, გქონდეთ ახალი გატაცება, საქმე, ახალი სიამოვნება.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები