ანუკი არეშიძე: კახა ჩემზე 11 წლით დიდია... სულ სხვანაირი ადამიანი მეგონა

© Photo: Anouki Areshidze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2021
გამოწერა
საქართველოში ცნობილი დიზაინერი და მოდელი ანუკი არეშიძე ჰყვება, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე კახა კალაძე.
არეშიძე: კახა ჩემზე 11 წლით დიდია... სულ სხვანაირი ადამიანი მეგონა
„მილანში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მანამდე ნანახი ჰქონია პირდაპირი ჩართვა და იქ მოვწონებივარ. თავიდან ყველაფერი ნელა დაიწყო, თუმცა შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ექვს თვეში დავქორწინდით“, – იხსენებს ანუკი არეშიძე.
როგორც ანუკიმ აღნიშნა, თავდაპირველად ხშირად აკრიტიკებდა კახას, ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა როცა ახლოს გაიცნო, მიხვდა, რომ ბევრად უფრო კარგი და კეთილი ადამიანი იყო, ვიდრე ეს შორიდან ჩანდა.
ყველა ახალი ამბავი
0