ეკატერინე ტიკარაძე

სად იქნება შესაძლებელი Pfizer-ით  აცრა  ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა

59
(განახლებულია 21:13 15.07.2021)
საქართველოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შვიდ კლინიკაში იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
სად იქნება შესაძლებელი Pfizer-ით აცრა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა
„ვაქცინაციის პროცესში ჩართულია სამი ვაქცინა: AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი ხოლო დღეიდან უკვე ფაიზერის ვაქცინებითაც ვიწყებთ მასიური ვაქცინაციის პროცესს. პირველი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართული იქნება შვიდი კლინიკა. ეს იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელჰოსპიტალი, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალი,  ქუთაისის დასავლეთის სამედიცინო ცენტრი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, –თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ ეტაპზე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

59
კახა კალაძე

კახა კალაძე: დედაქალაქის იერსახის დამახინჯება დასჯადი ქმედებაა

27
(განახლებულია 23:23 28.07.2021)
თბილისის ქუჩები და მისი შენობება-ნაგებობები ქმნის ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს. ამდენად, დედაქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და იგი დასჯადი ქმედებაა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძე: დედაქალაქის იერსახის დამახინჯება დასჯადი ქმედებაა
„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უამრავი საშუალება და ფორმა. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად მივაღწიეთ, მაგრამ დაუშვებელია, რომ კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ რაც მოგვესურვება, შევღებოთ, საღებავი შევასხათ ან წარწერები გავაკეთოთ“, – თქვა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის იერსახის დამახინჯების ნებისმიერ ფაქტზე თბილისის მერიას შესაბამისი რეაგირება ექნება.

27
მიკროფონი

ეპიდემიოლოგი კორონავირუსის სტატისტიკაზე: მე ამას დავარქმევდი SOS მდგომარეობას

40
(განახლებულია 23:10 28.07.2021)
ეპიდემიოლოგი დევი ტაბიძე ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას ეხმაურება და მოსახლეობას კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემოღებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ეპიდემიოლოგი კორონავირუსის სტატისტიკაზე: მე ამას დავარქმევდი SOS მდგომარეობას
„მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას. ძალიან სერიოზულ პრობლემამდე მივალთ! ეს არის სტარტი იმ ცუდი პოზიციისა, რომელსაც ჩვენ, ექსპერტები და სპეციალისტები ველოდებით. მე არ ვამბობ იმას, რომ „ლოკდაუნია“ აუცილებელი. „ლოკდაუნს“ ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისგან“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 377.597 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.509), გარდაიცვალა – 5.751 (ბოლო 24 საათში – 20), კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.256 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.798 ადამიანი იმყოფება.

40
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

საქართველოს ნაკრების მეექვსე დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები

0
ტოკიოს ოლიმპიადის მეექვსე დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის დადებითი ემოციები არ მოუტანია. პრაქტიკულად ყველა ელოდა, რომ ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი მედალს აიღებდა, მაგრამ იმედები იმედებად დარჩა.

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო (-100 კგ)

Дзюдоист Варлам Липартелиани а Олимпиаде в Токио
photo : Georgian National Olympic Committee
ვარლმ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე (2016) ლიპარტელიანი, რომელმაც ვერცხლის მედალი აიღო, ტიროდა კვარცხლბეკზე. ტოკიოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მხოლოდ ოქროს მედალს ელოდებოდა, და ამისათვის ყველა პირობა არსებობდა. მაგრამ ბედმა ყველაფერი სხვაგვარად განკარგა.

32 წლის ლიპოსთვის ტურნირი შესანიშნავად დაიწყო - ორი წმინდა მოგება ეგვიპტელ რამადან დარვიშთან და კანადელ შადი ელნაჰასთან. მაგრამ ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი იაპონელ ძიუდოისტ აარონ ვოლფთან დამარცხდა.

კიდევ არსებობდა ბრინჯაოს მედლის აღების შანსი, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანი რუს ნიაზ ილიასოვთან დამარცხდა.

ნინო სალუქვაძე - პისტოლეტით სროლა, 25 მ

Нино Салуквадзе на Олимпиаде в Токио
ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე

ტოკიოს თამაშებზე ნინო სალუქვაძე ერთხელ უკვე წარდგა, მაგრამ მისი შედეგი საუკეთესოსგან შორს იყო. სეულის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (1988) სუსტად იასპარეზა 10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის კვალიფიკაციაში და ფინალში მოხვედრა ვერ შეძლო.

სალუქვაძეს აქვს მედლის აღების მეორე შანსი - 25 მეტრიან დისტანციაზე სროლა სპორტული პისტოლეტით. პირველ კვალიფიკაციაში (სამი მისვლა ათ-ათი გასროლით) ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა დააგროვა 291 ქულა (94, 98, 99) და შემაჯამებელ ოქმში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მეორე კვალიფიკაცია (სწრაფი სროლა) 30 ივლისს შედგება. ორივე კვალიფიკაციის შედეგების ჯამის მიხედვით ფინალში რვა საუკეთესო მსროლელი მოხვდება. სპორტის ამ სახეობაში მედლები ამავე დღეს გათამაშდება.

30 ივლისს საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე წარადგენს ოთხი სპორტსმენი: გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ესკერხან მადიევი (კრივი), სოფია შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) და ნინო სალუქვაძე.

0