ექსპერტი: არაა გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას

© Sputnik / Alexander Imedashviliმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
გამოწერა
„TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზაში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ოპერატორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.
ექსპერტი: არაა გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას
 „იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რადგან მას 8 ივლისს კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი იმ ადგილას, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა“, – ამბობს გეჯაძე.
„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში კვირას, დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე თბილისში არეულობების დროს ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და იმ დღესვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ყველა ახალი ამბავი
0