ირაკლი ღარიბაშვილი

რამდენი პროცენტით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა საქართველოს პრემიერის პროგნოზით

36
(განახლებულია 19:14 10.06.2021)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად აღდგება.
რამდენი პროცენტით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა საქართველოს პრემიერის პროგნოზით
„45 პროცენტი იყო ეკონომიკის ზრდა აპრილის თვეში და ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. ასევე მაისში ველოდებით ძალიან მაღალ შედეგს. შესაბამისად, წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა 7 პროცენტზე მეტი იქნება, ეს არის პესიმისტური სცენარით დათვლილი პროგნოზი. ოპტიმისტურით კი შეიძლება 10 პროცენტზე მეტიც იყოს. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ტურისტს, რაც მთლიანობაში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალიტებს.  

რაც შეეხება საგრძნობლად გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამჟამად ლარი არის გამყარებული და ექპერტები მის კიდევ უფრო გამყარებას ელოდებიან.

 

36
მიკროფონი

სოფიო გორგოძე: ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებაა

38
(განახლებულია 19:29 11.06.2021)
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში ტესტირების ხანგრძლივობა შემცირდა, ამის შესახებ  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საუბრობს.
გორგოძე: ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებაა
„წელს ყველაფერი არის უცვლელი. შეიცვალა მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა რამდენიმე საგანში. ეს დრო ნახევარი საათით შემცირდა. ჩვენ ყოველთვის პრეტენზიები გვქონდა მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისგან, რომ საგამოცდო დრო საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა ამ პერიოდში, ვინაიდან კოვიდპანდემია იყო, ყველა ტესტის შემცირება ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა გორგოძემ.

სოფიო გორგოძის განცხადებით, ცვლილება მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მასწავლებლებისთვის პრაქტიკულად ყველა ტესტს შეეხო. დროის შემცირება არ შეეხო ქართულის ენის ტესტს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელს 1 ივლისს დაიწყება და აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბარონ. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.

 

38
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ქუთაისის აეროპორტის გასაახლებლად სახელმწიფომ 110 მილიონი გაიღო

39
(განახლებულია 20:48 10.06.2021)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისის განახლებული აეროპორტი – ეს არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონში.
ნათია თურნავა: ქუთაისის აეროპორტის განსაახლებლად სახელმწიფომ 110 მილიონი გაიღო
„სახელმწიფომ გაიღო 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია. აქ არის 2 ათას კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის, მათ შორის რეგიონული, მცირე ბიზნესისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. გუშინ აეროპორტის განახლებული სივრცე გაიხსნა.

 

39
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:27 13.06.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის  299 ფაქტი გამოავლინა, იუწყება  შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 51 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 201 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 47 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

0