მიშა გომიაშვილი

გომიაშვილი: გზადაგზა სახლებს ვაშენებდი და შემდეგ ცოლებს ვუტოვებდი, ეს ჩემი ჰობია

101
(განახლებულია 23:13 08.06.2021)
მსახიობი მიშა გომიაშვილი პირად ცხოვრებაზე - ყოფილ ცოლებზე და მათთან ურთიერთობაზე საუბრობს.
გომიაშვილი: გზადაგზა სახლებს ვაშენებდი და შემდეგ ცოლებს ვუტოვებდი, ეს ჩემი ჰობია
„გზადაგზა სახლებს ვაშენებდი და შემდეგ ცოლებს ვუტოვებდი. ჰობი მქონდა ასეთი. სხვათა შორის, არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, როგორც ამბობენ. ვიცი ადამიანები, ვისაც ჩემზე მეტი ცოლი ჰყავდა, მაგრამ რატომღაც ჩემი ჩანს. ოფიციალურად, რაც გულისხმობს ჯვრისწერას, ხელის მოწერას, ოთხი ცოლი მყავდა. დანარჩენებს უბრალოდ სტატუსის გამო ვარქმევდი ცოლის სახელს. მაშინ სხვანაირად არ შეიძლებოდა“, – ამბობს მიშა გომიაშვილი.

ცნობილ მსახიობს ახლა მეცხრე ცოლი ჰყავს. მიშა გომიაშვილი და ქეთი კალანდაძე 11 წლის წინ დაქორწინდნენ. როგორც მსახიობი აღნიშნავს, ამ გადმოსახედიდან ხვდება, რომ მთელი ცხოვრება სწორედ ქეთის ეძებდა და იპოვა კიდეც.

 

101
ირაკლი კობახიძე

კობახიძე გახარიაზე: ასეთ მძიმე მდგომარეობაში შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილი მოღალატე

60
(განახლებულია 19:50 18.06.2021)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრობს.
კობახიძე
„გახარიას ტყუილების თქმა დასჭირდა და აქედან გამოჩნდა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. ასეთ მდგომარეობაში კი შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილი მოღალატე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და, სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

 

60
ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია: პანსიონიდან საბოლოოდ ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ

16
(განახლებულია 19:21 18.06.2021)
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ დაწესებულების იმ ფორმით არსებობა, როგორიც დღესაა, მიუღებელია.
ლომჯარია
„ჩემი პირადი ხედვაა, რომ ყველა ბავშვი უნდა გადანაწილდეს ან საკუთარ ოჯახებში, ან ოჯახთან მიახლოებულ სივრცეში. გამოითქვა მოსაზრება, რომ ადგილზეც შეიქმნას საოჯახო ტიპის სახლები, სადაც ის ბავშვები იცხოვრებენ, რომლებსაც არ სურთ პანსიონის დატოვება. თუმცა, ვფიქრობ, პანსიონიდან საბოლოოდ ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ და მათ აბსოლუტურად სხვა გარემოში იცხოვრონ“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.

16
საფრანგეთის პოლიცია

საფრანგეთში 16 წლის საქართველოს მოქალაქე თანატოლებმა მოკლეს

0
(განახლებულია 15:50 19.06.2021)
ქალაქ რუანის მერი მოქალაქეებს აფრთხილებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და ქალაქში ვითარება არ დაძაბონ. 

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქ რუანის გარეუბანში, სოტევილ-ლე-რუანში (Sotteville-les-Rouen) საქართველოს 16 წლის მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჯგუფებს შორის დაპირისპირებას 13 ივნისს საღამოს ემსხვერპლა. ის დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბიჭს დაზიანებები ძირითადად თავის არეში სხვადასხვა საგნით აქვს მიყენებული.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ხელში რკინის ხელკეტები და ბლაგვი საგნები ეჭირათ.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაღუპული საქართველოს მოქალაქე რუანის სკოლის მოსწავლე იყო, ის საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველების განცხადებით, ხელჩართული ჩხუბი, სავარაუდოდ, ორი უბნის მცხოვრებლებს შორის დაპირისპირებას მოყვა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს 2002 წელს დაბადებული ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, რადგან მისი მონაწილეობა კონფლიქტში არ დადასტურდა. შემდგომში დააკავეს 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი, ისინი ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ეჭვმიტანილის სტატუსით.

გარდაცვლილ ახალგაზრდას ორშაბათს დაკრძალავენ. დაკრძალვის პროცესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრების გარდა საფრანგეთში მცხოვრები სხვა ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც ქალაქის მერია მოუწოდებს მათ, არ შეეცადონ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დაელოდონ გამოძიებას.

0