გიგა ბოკერია

ბოკერია: გახარია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ძალა

33
(განახლებულია 23:40 07.06.2021)
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია გიორგი გახარიას დაბრუნებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.
ბოკერია: გახარია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ძალა
„ივანიშვილის განცხადებამ დაადასტურა ორი რამ, რაც მანამდეც ვიცოდით ყველამ, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებას ვადევნებთ თვალყურს. ერთი, რომ ის აკონტროლებს მთავრობას და მეორე, რომ მას სურს გახარიას პოლიტიკური გუნდით საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები. ის მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხედავს „ქართული ოცნების" პოლიტიკურ შანსებს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გიორგი გახარია როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამია, რომ გახარიამ თანამდებობიდან და "ქართული ოცნებიდან" წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანას.

33
ირაკლი კობახიძე

კობახიძე გახარიაზე: ასეთ მძიმე მდგომარეობაში შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილი მოღალატე

60
(განახლებულია 19:50 18.06.2021)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრობს.
კობახიძე
„გახარიას ტყუილების თქმა დასჭირდა და აქედან გამოჩნდა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. ასეთ მდგომარეობაში კი შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილი მოღალატე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და, სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

 

60
ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია: პანსიონიდან საბოლოოდ ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ

16
(განახლებულია 19:21 18.06.2021)
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ დაწესებულების იმ ფორმით არსებობა, როგორიც დღესაა, მიუღებელია.
ლომჯარია
„ჩემი პირადი ხედვაა, რომ ყველა ბავშვი უნდა გადანაწილდეს ან საკუთარ ოჯახებში, ან ოჯახთან მიახლოებულ სივრცეში. გამოითქვა მოსაზრება, რომ ადგილზეც შეიქმნას საოჯახო ტიპის სახლები, სადაც ის ბავშვები იცხოვრებენ, რომლებსაც არ სურთ პანსიონის დატოვება. თუმცა, ვფიქრობ, პანსიონიდან საბოლოოდ ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ და მათ აბსოლუტურად სხვა გარემოში იცხოვრონ“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.

16
მომავლის გზა - მამა და შვილი

საქართველოში მამის დღე აღინიშნება

0
(განახლებულია 14:41 19.06.2021)
მამის დღე ახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად დიდია შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა და აქტივობა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში 20 ივნისს მამის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მამის დღე საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში წელს მეექვსედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

კერძოდ, 19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის სპორტულ დარბაზში მამებისა და შვილებისთვის გაიმართება ტექნოლოგიური ვორქშოპი.

ვორქშოპის მიმდინარეობისას მამები და შვილები ერთად იმუშავებენ ტექნოლოგიურ პროექტებზე, რაც, ერთი მხრივ, დააახლოებს მათ და, მეორე მხრივ, ბავშვების ტექნოლოგიებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

ასევე, 19 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება წიგნის „მამები და შვილები“ პრეზენტაცია, რომელიც 2020 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოიცა.

წიგნში თავმოყრილია 13 წლის მუხრან მაჭავარიანის წერილი მამისადმი, ოთარ და თაკო ჭილაძეები, გელა ჩარკვიანი და მისი შვილები – ირაკლი და თეონა, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძე და მისი ქალიშვილები ქეთევანი და ანა. ასევე ამ წიგნში შეგხვდებათ, თუ რას წერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, პაოლო და მედეა იაშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები.

ღონისძიებას ზვიად კვარაცხელია და დავით გორგილაძე გაუძღვებიან.

ხვალ, 20 ივნისს, ოზურგეთში, კაფეში „8+1“, საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორი დავით გორგილაძეა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

ღონისძიებას წიგნის ავტორები, მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი გაუძღვებიან.

მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

0