ლევან რატიანი

რატიანი: როდესაც წვიმდა, მაგიდის ქვემოთ დამიძინია, რომ არ დავსველებულიყავი

81
(განახლებულია 22:49 01.06.2021)
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ცნობილი ექიმი ლევან რატიანი ცხოვრებაში განვლილ სირთულეებზე საუბრობს.
რატიანი: როდესაც წვიმდა მაგიდის ქვემოთ დამიძინია, რომ არ დავსველებულიყავი
„ცხოვრებაში ძალიან რთული გზა გავიარე. ყოფილა შემთხვევა, როცა მე და ჩემი სტუდენტები ვიყავით, მადიგის ქვეშ დაგვიძინია, რომ ნაქირავებ სახლში ჩამოსული წვიმისგან არ დავსველებულიყავით. მაშინ მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ჩვენ კომფორტულ გარემოში გვეცხოვრა. ღმერთის წყალობით ყველაფერს მივაღწიე“, – ამბობს ლევან რატიანი.

კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, მისთვის ექიმის პროფესია, საკუთარი საქმე და ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესია ცხოვრებაში, ამიტომ ყოველთვის თავდაუზოგავად იბრძვის თითოული ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

81
შოთა არველაძე

შოთა არველაძე: ბავშვობაში „მზიურიდან“ კარი მოვიპარეთ

6
(განახლებულია 16:34 19.06.2021)
შოთა არველაძე იხსენებს ბავშვობას და იმდროინდელ ამბებს, როდესაც სკოლის მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ არ უშვებდნენ.

 

არველაძე
„ჩვენთან დიდი საფეხბურთო მოედანი იყო, რომელსაც  კარი არ ჰქონდა. ქვემოთ კი, „მზიურთან“ რომ მოედანი იყო, კარი იყო. იმ მოედანზე არავინ თამაშობდა, ამიტომ ვიფიქრეთ  რაში სჭირდებათ–თქო და ის კარი წამოვიღეთ“,- იხსენებს შოთა არველაძე.

არველაძის თქმით, მათთან სახლში უცნობი მამაკაცი მივიდა და მომხდარი ფაქტის შესახებ დედას უამბო.

6
ირაკლი კობახიძე

კობახიძე გახარიაზე: ასეთ მძიმე მდგომარეობაში შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილი მოღალატე

60
(განახლებულია 19:50 18.06.2021)
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე საუბრობს.
კობახიძე
„გახარიას ტყუილების თქმა დასჭირდა და აქედან გამოჩნდა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. ასეთ მდგომარეობაში კი შეიძლება იყოს მხოლოდ ნამდვილი მოღალატე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის თებერვალში გადადგა და მიზეზად მმართველ პარტიასთან უთანხმოება დაასახელა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და, სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

 

60
38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим,

ცნობილი რუსი მომღერალი კორონავირუსის გამო ხელოვნურ კომაში შეიყვანეს

15
(განახლებულია 16:29 19.06.2021)
ახალგაზრდა მომღერალს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 38 წლის მომღერალი მარინა აბროსიმოვა, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით МакSим, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, იუწყება РИА Новости მომღერლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მომღერლის მენეჯერმა დააზუსტა, რომ არტისტს დაუდასტურდა პნევმონია ფილტვების მასშტაბური დაზიანებით და სისხლში ჟანგბადის დაბალი დონით. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსზე ტესტი უარყოფით შედეგს აჩვენებს, ექიმებს მიაჩნიათ, რომ საქმე სწორედ COVID-19-თან აქვთ.

„ჟანგბადზე რეაქცია არ ჰქონდა, ფილტვები არ იწმინდებოდა, ამიტომ ექიმმა მისი კომაში შეყვანა გადაწყვიტა“, - განმარტა მან.

მან აღნიშნა, რომ МакSим კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება.

„ექიმი საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს გვაძლევს, ანუ ეს იძულებით გაკეთდა იმისათვის, რომ არ შეიქმნას ჟანგბადის ნაკლებობა, ამიტომ ახლა ყველა ძალა მიმართულია იქითკენ, რომ გაიწმინდოს ფილტვები, შესაბამისად, კომიდან ნელ-ნელა გამოიყვანენ და მკურნალობაზე რეაქციას დააკვირდებიან“, - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.

15