თამარ გაბუნია

გაბუნია: ცნობილია ივნისის თვეში რომელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შემოვა საქართველოში

60
(განახლებულია 21:17 01.06.2021)
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს იმაზე, რომელი დასახელების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს საქართველო ივნისის თვეში.
გაბუნია: ცნობილი ივნისის თვეში რომელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შემოვა საქართველოში
„ივნისის თვეში დაახლოებით 160 ათასი დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებისთვის გამზადებული. აქ შედის 40 ათასამდე Sinovac, ასევე AstraZeneca-ს გარკვეული რაოდენობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა Sinopharm-ის და Sinovac-ის მობილიზებაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყანამ მოლაპარაკების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა მეორე ეტაპზეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ვაქცინის მოწოდების ზუსტი თარიღი.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

 

60
თერმოსკრინინგი

საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევებმა იმატა

31
(განახლებულია 22:25 16.06.2021)
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე საქართველოში „ინდური შტამის“ გავრცელების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
მეგი კობახიძე
„მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მოიმატა „ინდური შტამის“ დადასტურებულმა შემთხვევებმა. ახლა მთავარია, არ მოხდეს მისი უფრო მეტად გავრცელება. თუ როგორი იქნება ვირუსის გავრცელება და საჭირო გახდება თუ არა ქვეყანაში კოვიდ-რეგულაციების გამკაცრება, ამას მომავალი კვირები გვიჩვენებს“, – განაცხადა მეგი კობახიძემ Rustavi2-ის ეთერში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად ახალი შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულები, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდნენ.

31
მიკროფონი

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ვალი კრიტიკულ ზღვარზეა

19
(განახლებულია 21:57 16.06.2021)
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, წელს ხელისუფლების ამოცანა სახელმწიფო ვალის და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა.
კოვზანაძე
„მოგეხსენებათ, 2020 წელი ძალზე რთული წელი იყო, საქართველოს ეკონომიკის 6.2%-იანი ვარდნა გვქონდა. გარდა ამისა, გასული წელი რთული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა 9.3%-ს მიაღწია. წელს ჩვენი ამოცანაა, რომ შევამციროთ საგარეო ვალი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზეა და ასევე ბიუჯეტის დეფიციტი დავწიოთ 7%-ზე ქვემოთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ „პირველი არხის" ეთერში.

დღეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე 2020 წლის ბიუჯეტის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს.

19
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში