ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი: თურმე, თვეების ვიყავი როცა სწორ ნოტებს ვიღებდი

25
(განახლებულია 00:59 30.05.2021)
ნინი ბადურაშვილი საუბრობს საკუთარ თავზე, იმაზე, რომ ყოველთვის უნდოდა სახელოვანი მშობლებისა და ოჯახის წევრების ჩრდილიდან გამოსულიყო.
ნინი ბადურაშვილი: თურმე, თვეების ვიყავი როცა სწორ ნოტებს ვიღებდი
„ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი მე, ნინი ბადურაშვილი და არა იმედას შვილიშვილი, ან ეკას შვილი, ლალის შვილიშვილი, ერეკლეს შვილი - აი, ეს არასოდეს მინდოდა“- ამბობს ნინი ბადურაშვილი.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი: „მახსოვს 13-14 წლის ვიყავი, უკვე „ბასტი-ბუბუში“ ვმღეროდი და რაღაც კონცერტზე ვიმღერე. მახოსვ გავიგონე ჩემზე როგორ თქვეს: ეს ეკა კახიანის შვილიაო. აი, იქ პირველად დავაფიქსირე, რომ საკუთარი თავის ასეთი ხსენება არ მომეწონა“.

25
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი

კახა მამულაშვილი: „ამის გამო ბევრჯერ დავსჯილვარ კიდეც“

47
(განახლებულია 15:08 20.06.2021)
კახა მამულაშვილი საკუთარ თავზე და პიროვნულ თვისებებზე საუბრობს, იხსენებს დროს, როცა მის ცხოვრებაში ლელა წურწუმია გამოჩნდა.

 

მამულაშვილი
„ყველა და ყველაფერი მახსოვს, შემეძლო ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში მისთვის ნდობის მანდატი მიმეცა. ჩემი ასეთი ურთიერთობები და სიტყვა ბევრს გამოუყენებია სათავისოდ“, - ამბობს კახა მამულაშვილი.

პროდიუსერი კახა მამულაშვილი: „მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამბები სწორედ ამის გამო გადამხდენია ხოლმე თავს, ვცდილობ, რომ ამაზე არ ვიფიქრო“.

47
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

კახა კალაძე: „მე და ანუკი ვცდილობთ ზედმეტად თვალში არავის მოვხვდეთ“

30
(განახლებულია 17:15 19.06.2021)
დედაქალაქის მერი კახი კალაძე საუბრობს პოლიტიკისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე და  იხსენებს დროს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

 

კალაძე
„როგორც პოლიტიკოსს რაღაც ჩარჩოები მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, გააზრებული მქონდა რას ვაკეთებდი და საით მივდიოდი, ეს არ ყოფილა მარტივი“, - ამბობს კახი კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, ადამიანებს, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა შეეძლოთ ერთად დაჯდომა და მსჯელობა. „დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ის, რითიც  დღეს ქართული პოლიტიკაა გაჯერებული, შეიცვლება და უნდა შეიცვალოს კიდეც“, დასძენს კალაძე.

30
ხაჭოს დესერტი

იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები

0
(განახლებულია 13:49 21.06.2021)
არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამაც ხაჭოსთან ერთად კატეგორიულად დაუშვებელია - რატომ და რა პროდუქტებია ეს, სპეციალისტი განმარტავს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ხაჭოს სასარგებლო თვისებები უდავოა, ვინაიდან პროდუქტში უამრავი აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტები შედის. მაგრამ იმისათვის, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერებები მიიღოს, აუცილებელია იცოდეთ , რასთან შეიძლება ხაჭოს ჭამა და რასთან − არა.

კლინიკა „ბორმენტალის“ სპეციალისტი წონის დაკლებაში პაველ ისანბაევი განმარტავს, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან უპირველესია კაზეინი − რძის ცილა, რომელიც მისი მოხაჭოების დროს გამოიყოფა. და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭო ნებისმიერ პროდუქტს ეთავსება, დიდი რაოდენობთ ცილა გამოხატულ ინსულინურ პასუხს იწვევს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მკვებავ ნივთიერებებს უფრო სწრაფად ითვისებს. ცილაზე  ცხიმის დამატება კი ინსულინურ პასუხს აქვეითებს (ამიტომაც 9%-იანი ან არაჟანთან შერეული ხაჭო უფრო სასარგებლოა). ამიტომ, ვისაც შაქრის მაღალი დონის პრობლემა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას მურაბიანი, თაფლიანი, მწიფე ბანანშერეული ხაჭო“, − ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, სჯობს ხაჭოს მწვანილი ან ბულგარული წიწაკა დაუმატოთ, ან უბრალოდ მაღალცხიმიანი, თუნდაც 5%-იანი ხაჭო მიირთვათ.

იმისათვის, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ელემენტები ორგანიზმმა ამომწურავად შეითვისოს, კარგი იქნება, თუ ხაჭომდე ბოსტნეულს, მაგალითად, კომბოსტოს ან მწვანილეულს მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში უჯრედისი ინსულინურ პასუხს დააქვეითებს.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, რომელთა ხაჭოსთან ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის, ესენია:

  • რძე − ზოგი ადამიანი ხაჭოს რძეს უმატებს, რათა ის უფრო რბილი და ნაზი გახადოს. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამ კომპონენტების შერევისას რძის ცილის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და მისი მონელება პრაქტიკულად შეუძლებებლია. შესაბამისად, შედაეგად მიიღებთ „ფუჭ“ საკვებსა და ზედმეტ კალორიებს.
  • ყავა − საუზმედ ბევრი ირჩევს ხაჭოსა და ყავას, მაგრამ ეს არასწორია. ყავა განსაკუთრებულ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სრულებით არ ეთავსება რძის პროდუქტებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ერთად კალციუმის სწორად ათვისებას უშლის ხელს.
  • კვერცხი − ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: კვერცხი ძალიან ბევრ ცილას შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შემდეგ მისი დენატურაცია იწყება და ცილის ათვისების ხარისხი იმატებს. ორგანიზმს კი ასეთი დიდი რაოდენობით ცილის გადამუშავება გაუჭირდება.
  • შაქარი − ყველაზე გავრცელებული ვარიანტი − ეს სწორედ ხაჭოზე შაქრის დამატებაა. მაგრამ ის კალციუმის ათვისების პროცესს ამცირებს და ამასთან ძალიან, ძალიან კალორიულია.
  • ხორცი − ხაჭოსთან ხორცს ალბათ ცოტა მიირთმევს, მაგრამ მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კატეგორილად მიუღებელია! ამ ორი პროდუქტის გადამუშავებას ორგანიზმი ძალიან დიდ დროს ანდომებს და თანაც მუცლის შებერიოლობასა და გაზწარმოქმნას იწვევს.
გაითვალისწინეთ სპეციალსტების რჩევები და მიიღეთ ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი!
0
თემები:
ექიმი გირჩევთ